იცით რომ ხაჭო საუკეთესო თავის მოვლის საშუალებაა?

1144

იცით რომ ხაჭო საუკეთესო თავის მოვლის საშუალებაა?

ბალზაკის ასაკის ქალბატონი მოგმართავთ, რომელმაც კარგად იცის თავის მოვლის
ფასი. პირადად მე არც მოშვებულ კანს ვუჩივი და არც სახის ცუდ ფერს.

მინდა, სხვა ქართველი ქალებიც ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, გაგანდოთ კანის მოვლის რამდენიმე საიდუმლო.

აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ბურღული, 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო
და დანის წვერით — საჭმელი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ხის კოვზით.

თუ ხაჭო მშრალია, დაუმატეთ რძე. ნარევი სქლად წაისვით სახეზე, გარდა თვალების გარშემო არისა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

დილის პირის ბანის პროცედურა:

რძე სანახევროდ განაზავეთ თბილი ანადუღარი წყლით. ამ ნაზავით დაიბანეთ პირი არ შეიმშრალოთ, ისე გაიშრეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

საღამოს პროცედურა:

სითბოში ნადგამი მაწონი გაწურეთ 4-კეც დოლბანდში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი
ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და 10 წუთს გაიჩერეთ. ამის შემდეგ სახე რამდენიმეჯერ
გაიწმინდეთ შრატით.

არაჟნის ნიღაბი კანს კვებავს და არბილებს. კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად: აიღეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო და მწიკვი წმინდა მარილი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე. 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია