შოკისმომგვრელი რეცეპტი : ადენოიდების მკურნალობა სახლში უკვე გამარტივდა
შარშან ჩემს რვა წლის შვილს შევამჩნიე, რომ პირღიას ეძინა და დღისითაც სულ ღია
ჰქონდა პირი. როცა ვეტყოდი, პირი მოკუმე-მეთქი, მპასუხობდა, ასე ვერ ვსუნთქავო. მი-
ვიყვანე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან.
მითხრა, ადენოიდები აქვს გადიდებული და იმის ბრალიაო. განსაზღვრულ ასაკში ისინი თავისთავად დაპატარავდება და გადაგვარდება, მაგრამ ვიდრე ბავშვი ამ ასაკამდე მიაღწევს, შესაძლოა გართულებები განვითარდეს.
მაგალითად, სუნთქვა რომ უჭირს, ტვინმა სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიიღოს და სწავლა გაუჭირდესო.
ოპერაციისგან მაინც თავი შევიკავე, ვიფიქრე, ცოტა ხანს დავაკვირდები,
თუ მდგომარეობა დამძიმდა, ქირურგთან მისვლას ყოველთვის მოვასწრებ-მეთქი.
ეს ამბავი გაიგო ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ჩემი შვილის კბილა გოგონა ჰყავს, დამამშვიდა და მასწავლა სასწაულმოქმედი საშუალება, რომლის წყალობითაც დღეს ჩემი ბიჭი უპრობლემოდ სუნთქავს.
ძალიან გამიხარდება, თუ ეს რეცეპტი კიდევ ვინმეს გამოადგება და ოპერაციას თავიდან ააცილებს.
მკურნალობა სამ ციკლად ტარდება:
1 — ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ნახევარ-ნახევარი პიპეტი ქაცვის ზეთი;
II — ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ 3-3 წვეთი
კედრის წიწვების ზეთი;
III — ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ჩაის ხის
ზეთი (ანოტაციის მიხედვით).
ზეთის ჩაწვეთების წინ ნესტო უნდა გამოირეცხოს მარილწყლით (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალზე)
ბავშვმა ცხვირით უნდა შეისრუტოს ეს ხსნარი და პირიდან გადმოაფურთხოს. ამ პროცედურიდან 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ზეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას.
აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.