ძველებური უგემრიელესი ნამცხვარი – დათუნია

1210

გთავაზობთ უგემრიელესი ნამცხვირს - "დათუნია" - ს რეცეპტს. დაგჭირდებათ :

ინგრედიენტები:

კვერცხი - 8 ცალი

შაქარი - 5 ჭიქა

კარაქი - 350 გრ

ფქვილი - 3,5-4 ჭიქა

სოდა ძმრით - 1+1

ვანილი - 1 შეკვრა

კრემისთვის

კარაქი - 500 გრ

შესქელებული რძე - 2 ქილა

ვანილი - 1 შეკვრა

კონიაკი - 2 სკ

თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა

ქიშმიში - 1 ჭიქა

მომზადების წესი:

8 ცალი კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი და 350 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ, ჩავამატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ვანილი და 3,5 - 4 ჭიქა ფქვილი. უნდა მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდებზე.

8 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, ღრუბელივით რომ გახდება ნელ-ნელა ჩავაყაროთ 3 ჭიქა შაქარი. ბოლოს ჩავაყაროთ მოხალული, დაჭრილი თხილი, ქიშმიში და ვანილი. გავყოთ 3 ნაწილად და წავუსვათ გაბრტყელებული ცომის ფირფიტებს. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

კრემი: 500 გრ კარაქი კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 2 ქილა შესქელებული რძე და მიქსერით ათქვიფეთ, კარგად სანამ ერთ მთლიან მასად არ მიიღებთ კრემს. ასევე დაუმატე  2 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი.

მომზადება: გავყოთ კრემი ორ ნაწილად, წავუსვათ პირველ და მეორე ფენას, ხოლო ბოლო ფენას მოვაწუწოთ მინანქარი და მოვაყაროთ დაჭრილი თხილი და ქიშმიში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია