ალოე ვერა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ პრაქტიკულად ყველა მაღაზიაში, ან სულაც გაზარდოთ თავად. თუ სახლში ეს მცენარე გაქვთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ალოეს ბევრი წყალი და მზეზე დიდი ხნით ყოფნა არ უყვარს. ალოეს ფოთლები, რომლებიც სპეციალური გელისებრი მასით არის სავსე, ხშირად გამოიყენება არაერთი სერიოზული პრობლემისა და დაავადების სამკურნალოდ.
საკმარისია, უბრალოდ შუაზე გაჭრათ ალოეს ფოთოლი, ამოაცალოთ მას გელი და დაიწყოთ მისი სწორად გამოყენება, რათა გათავისუფლდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემისგან.
ალოეს სასარგებლო თვისებები
- კურნავს აკნესა და ეგზემას
- ამცირებს გამონაყარს, გვაშორებს ძირმაგარებს, გვათავისუფლებს კანის კოსმეტიკური დეფექტებისგან
- უებარია დამწვრობის დროს
- ხსნის გაღიზიანებასა და ქავილის შეგრძნებას
- არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს
- საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს
- აჩერებს თმის ცვენას
- აძლიერებს იმუნიტეტს
- არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში
- თავიდან გვარიდებს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევებს (შებერილობა, ყაბზობა, კოლიტი)
- არაჩვეულებრივია გულძმარვისა და კუჭის გაღიზიანების დროს
- აუმჯობესებს გულის მუშაობას
- სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას
- აჯანსაღებს ღძილებს
- გვიმსუბუქებს მდგომარეობას ართრიტის დროს
- აუმჯობესებს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავების პროცესს
- აჯანსაღებს შარდ-სასქესო სისტემას
ამ საოცარი მცენარის სამშობლოს ჩრდილოეთ აფრიკა წარმოადგენს, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები პირველად ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს.
Facebook კომენტარები