გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ პრასის მწნილი

1445

გიზიარებთ პრასის მწნილის მომზადების წესს:

დასამწნილებელი პრასი გავასუფთაოთ, პირველი 2 ფოთოლი ბლომად მოვაცილოთ, ბოლოებს კი უხეში ნაწილები წავაჭრათ, თავებს კი - ფესვები, შემდეგ ცხელ წყალში მოვწალოთ და დიდ 3 ლიტრიან ქილაში ჩავაწყოთ. დავასხათ მარილწყალი ან წინასწარ მომზადებული მარინადი, დავდგათ გრილ ადგილას და რამდენიმე დღე ვაცალოთ.

მარილწყალი მარტივად მზადდება:

3 ლიტრიან ქილას თითო ლიტრზე თითო სუფრის კოვზი მარილი, ცოტ-ცოტა დაფნა, ნიახური და ნიორი სჭირდება. წყალი ან მარილი მეტი ან ნაკლები რომ არ მოგვივიდეს, წყალი წინასწარ უნდა დავრწყათ. მარინადისთვის 1 ლიტრ წყალში გავაზავოთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 10-15 მარცვალი ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი) და 5-6 ღერი ნიახური ძირებიანად.

პრასის არჩევისას ყურადღება მივაქციოთ ფერს ფოთლები ხასხასა მწვანე უნდა იყოს, ღეროსა და თავზე ყავისფერი წერტილები და ღარები არ უნდა ჰქონდეს.

მარინადში შეგვიძლია ჩავდოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი და რაც მოგაფიქრდებათ.

თუ გვინდა, რომ მწნილი მალე იყოს მზად, მარილწყალი ან მარინადი თბილი უნდა დავასხათ. არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, თორემ ჩამთხლევდება.

გაითვალისწინეთ რომ, ძმრის ესენციის გაუზავებლად მიღება არ შეიძლება, თორემ საყლაპავსა და კუჭს დავიწვავთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია