ბრინჯის ფქვილის ნიღაბი – უნიკალური საშუალებაა თქვენი კანის გაახალგაზრდავებისთვის

1640

თანამედროვე სამყაროში კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების უამრავი საშუალება არსებობს,მათ შორის კი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი სახის ღრმა წმენდაა.

იცით, რატომ შედგება იაპონური და კორეული კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები 80 % ბრინჯის ფქვილისგან? აღმოსავლეთ აზიის ცნობილი ბრენდების დეკორატიული კოსმეტიკაც კი (ჩრდილები, პუდრი და სხვა…) სწორედ ამ ინგრედიენტზეა დაფუძნებული. ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ ის ბუნებრივი საშუალებაა და უსაფრთხო. მეორეც, ბრინჯის ფქვილი – კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნების უტყუარი საშუალებაა. ბრინჯს ოდითგანვე ალბობდნენ იმისათვის, რომ დარბილებულიყო, შემდეგ დაენაყათ და მიღებული მასა გაეშროთ.

Rice Flour (1 Kg) | Nish Foods UK

დღეს ამდენი რამის გაკეთება არ არის საჭირო, საფქვავზე ერთი ხელის დაჭერით, ფქვილად აქცევთ ამ შესანიშნავ პროდუქტს. 15 წამი რამდენიმე წლის მოსაკლებად – ნამდვილად მომგებიანი ინვესტიციაა!

კანის მოვლის საშუალებები ბრინჯის ფქვილისგან

გამაახალგაზრდავებელი ბრიჯნის სკრაბი

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილს დაუმატეთ 1 ს/კ თბილი წყალი ან რძე. დაიდეთ მიღებული ფაფა კანზე თანაბარ ფენად და გაიჩერეთ 3 წუთი, შემდეგ დაიმასაჟეთ კანი თითის ბალიშებით 5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბრინჯის კომპლექსი  განტვირთვისთვის

Rice Flour Mask Everyday ~ Rice Flour Mask Secret Of Korean Beautiful Skin

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილს შუერიეთ 200 მლ ძალიან თბილი წყალი (მაგრამ არა ცხელი). დაასველეთ მიღებულ ხსნარში ბამბის პირსახოცი ან ნიღბისთვის განკუთვნილი ქსოვილი, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ სახესა და ყელზე. წამოწექით კომპრესით 10-15 წუთი. სურვილისამებრ შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ პროცედურა: უბრალოდ კიდევ ერთხელ დაასველეთ ხსნარში ქსოვილი.

მატონიზირებელი ბრინჯის ყინული

კომპრესის გაკეთების შემდეგ გაციებული ხსნარი გაანაწილეთ ყინულის კუბიკების ფორმებში, გაყინეთ და დილით, პირის დაბანის შემდეგ, ასევე საღამოს მაკიაჟის ჩამოშორების შემდეგ, წაისვით მატონიზირებელი ყინული მთელ სახესა და ყელზე.

ბრინჯის ნიღაბი კანისა და ყელის ნაოჭების გასასწორებლად

Use rice flour face pack to get glowing skin | News Track Live, NewsTrack  English 1

1 ს/კ ბრინჯის ფქვილი აურიეთ 2 ს/კ სქელ არაჟანში. წაისვით მიღებული ნიღაბი სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ გაიწმინდეთ ბრინჯის ყინულით.

კანის დამჭიმავი ბრინჯის ნიღაბი

2 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი აურიეთ 1 კვერცხის ცილაში. წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი წაისვით ბრინჯის ყინული.

Facebook კომენტარები