6 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ჯანჯაფილის ჩაის დალევა და როგორ მოვამზადოთ ის სწორად!
აქაა წარმოდგენილი ის ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ჯანჯაფილის ჩაის დალევა დღესვე:
ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება:
ქრონიკული ანთება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადება და მდგომარეობა, მაგ: როგორიცაა დიაბეტი, ართრიტი, ალცჰეიმერი, ასევე აუტოიმუნური დარღვევები და სუნთქვის პრობლემები. მაგრამ საბედნიეროდ, ჯანჯაფილის ჩაი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო სასმელია, რომელსაც შეუძლია შეამციროს ანთება, განკურნოს და თავიდან აგაცილოთ კიდეც ზემოთხსენებული ჯანმრთელობის პრობლემები.
აძლიერებს იმუნურ სისტემას:
ჯანჯაფილი შეიცავს ნაერთებს, როგორიცაა ჯინჯეროლი, რომელსაც აქვს ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. ჯანჯაფილის ჩაის ყოველდღე დალევა გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და თავიდან აიცილებს ინფექციებს, გაციებას და გრიპს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას:
ჯანჯაფილს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი საჭმლის მონელება და გადაჭრას მრავალი საჭმლის მომნელებელი პრობლემა ჯინჯეროლის მაღალი შემცველობისდა გამო, რაც გაზრდის საკვები ნივთიერებების შეწოვას თქვენს ორგანიზმში. ასევე ჯანჯაფილის ფესვი დაგეხმარებათ საჭმლის მონელების, ყაბზობის, ღებინების, გულისრევის, კრუნჩხვების და ასევე დიარეის მკურნალობაში.
აუმჯობესებს ცირკულაციას:
ჯანჯაფილი თბილად მოქმედებს ორგანიზმზე, რაც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ის ასევე ხელს უშლის არტერიებში ნადების დაგროვებას, რაც ათეროსკლეროზის მთავარი ფაქტორია.
აუმჯობესებს ტვინის მუშაობას:
ჯანჯაფილი დაიცავს თქვენს ტვინს სტრესისა და ანთებისგან და გააუმჯობესებს კიდეც ტვინის მუშაობას. კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია გააძლიეროს საშუალო ასაკის ქალების შემეცნებითი შესაძლებლობები და გააძლიეროს მათი მეხსიერება.
ჯანჯაფილის ჩაის მომზადება:
ჯანჯაფილის ჩაის მომზადება ძალიან მარტივია, თუ დაიცავთ შემდეგ მითითებებს:
ინგრედიენტები
1 ჭიქა წყალი
ჯანჯაფილის 4-6 თხელი ნაჭერი
ორგანული თაფლი გემოვნებით
ქვაბში წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაამატეთ ჯანჯაფილის ნაჭრები. ჩაი ადუღეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ და ბოლოს დაუმატეთ თაფლი. ყოველდღიურად მიირთვით 1 ჭიქა ჯანჯაფილის ჩაი!