ჟოლოს სასარგებლო თვისებები სიცხისა და გაციების დროს! უნიკალური მცენარის გასაოცარი სარგებელი . .

682

ჟოლოს სასარგებლო თვისებები სიცხისა და გაციების დროს! უნიკალური მცენარის გასაოცარი სარგებელი . .

მოგეხსენებათ ჟოლოს ნაყოფი საკმაოდ გემრიელი და სასიამოვნო არომატის მქონეა. მეტიც ის კლავს წყურვილის შეგრძნებას და აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს.

მისი შეტანა ჩვენს საკვებ რაციონში დააჩქარებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას, რადგან ახასიათებს ღებინების, ანთების საწინააღმდეგო  და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. იცოდით ის ფაქტიც, რომ მისი ცოცხალი ნაყოფი ასევე გამოიყენება ალკოჰოლით თრობის დროს, როგორც „გამოსაფხიზლებელი“ საშუალება.

ამ ყველა სარგებლთან ერთად ის წლებია გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, სახსრების ტკივილის, რადიკულიტისა და სხვა დაავადებების დროს, როგორც ერთ ერთი ყველაზე ეფექტური ტრადიციული საშუალება. ამავდროულად მაღალი ტემპერატურის დროსაც ითვლება ერთ ერთ ეფექტურ საშუალებად!

რითია განპირობებული ამ კენკრის სასარგებლო თვისებები და სარგებელი?

ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რაც ანტიდეპრესანტების უმრავლესობის შემადგენლობაშია. ამიტომ ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში საგრძნობია ნერვული დაძაბულობა.

ამავდროულად ჟოლოს აქვს სისხლის აღდგენის უნარი, გამოირჩევა ანტიტოქსიკური ეფექტით, აუმჯობესებს მადას. ის ვიტამინების წყალობით, მოქმედებს კანის ტონუსსა და ფერზე.

ხოლო ჟოლოს ოფლმდენი ეფექტი სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჰიპერტონიას ებრძვის: ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის მარილები, რის შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

მისი მომზადების რეცეპტი შემდეგია: 5–6 სუფრის კოვზ მშრალ კენკრას ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. გაციებისა და მაღალი სიცხის დროს მას 2–3 ჭიქის ოდენობით ერთი საათის განმავლობაში სვამენ. ამ დროს, სჯობს, ავადმყოფი იწვეს და თბილად ეხუროს. ხოლო მაღალი წნევის დროს ჟოლოს ჩაის სვამენ ნახევარ–ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ასევე შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი ინფორმაცია იყოს, ისიც რომ ჟოლო კარგი საშუალებაა სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, გულის რიტმის დარღვევების დროს, ასევე თირკმელების ავადმყოფობისას. ჟოლოს შემადგენლობაშია ფიტოსტერინები, რომლებიც აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ჟოლო აძლიერებს კაპილარებს, ხელს უწყობს შინაგანი სისხლდენის შეჩერებას. კენკრა ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, აძლიერებს მის კედლებს და აუმჯობესებს სისხლის გამტარობას.

ამ ყველაფრის ფონზე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟოლო სხვა კენკროვნებისგან განსხვავებით თერმული დამუშავების შემდგომაც კი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი კი ჟოლოს მურაბაა, რომელიც ყველას კარგად მოეხსენება, რომ გაციების და სიცხის დროს უებარი წამალია

ჟოლოს არა მარტო ნაყოფი, არამედ ფოთლებიც კი საოცრად სასარგებლოა. მისგან მომზადებული ნაყენის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი ფაღარათის დროს, ხოლო გარეგნულად მისი ნარევი შეგიძლიათ პირისა და ყელის სავლებადაც გამოიყენოთ, ანთებითი დაავადებების დროს!

ზოგადად ის იმუნიტეტის გასაძლიერებლადაც იდიალური საშუალებაა

თუმცა როგორც ყველა შემთხვევაშ აქაც გაფრთილებთ, რომ ჟოლოს მიღება არ შეიძლება, თუ:

ადამიანს აწუხებს თირკმელები, შარდსასქესო ორგანოებში აქვს კენჭები. ასევე, კენკრამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (მათთვის შეიძლება მხოლოდ ახალი ჟოლოს წვენი, წყალში გახსნილი).

და ბოლოს ჟოლოს დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი

Facebook კომენტარები