აი, რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი დღეში 3-ჯერ. საინტერესოა…

1030

აი, რატომ უნდა მიირთვათ კვერცხი დღეში 3-ჯერ. საინტერესოა…

ჰარვარდის სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ დღეში 3 კვერცხს მიირთმევთ, ჯანმრთელობის პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდება. ყველაზე სასარგებლოა მოხარშული. კვერცხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალებისთვის.

ამ გემრიელ პროდუქტში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები. ის მდიდარია ლუტეინითა და ზეაქსანტინით. განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, რადგან კვერცხი მნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტას რისკს. ეს პროდუქტი D ვიტამინის წყაროა. კვერცხი ჯანსაღი, ლამაზი თმისა და და ფრჩხილების საწინდარია. ძლიერი ანტიოქსიდანტია და შესაბამისად, ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.

კვერცხს ძვლების ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს. ის შეცავს კალციუმს და ვიტამინ D-ს.

ის სასარგებლოა კუნთებისთვის. იგი დაგეხმარებათ კუნთების ზრდაში, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას.

ასევე მასში ცილის შემცველობა უდრის საშუალო ნაჭერი ხორცის ცილის შემცველობას.კვერცხი დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც. კვერცხში დიდი რაოდენობით ცილაა. მისი წყალობით კი ორგანიზმი ენერგიით ივსება. კვერცხი შეიცავს 70 კალორიას და შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროს ან წონის შესანარჩუნებლად. სასარგებლო საკვები კუნთის მასას ზრდის, აძლიერებს მას.

თავიდან აგაცილებთ გულის პრობლემებსაც. ცილა ჰიპერტენზიის წინააღმდეგ საბრძოლველად იდეალური საშუალებაა.

ის შეიცავს ქოლინს, რომლის წყალობითაც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას.

და ბოლო კვერცხი D ვიტამინის წყაროა. ის ჯანსაღი, ლამაზი თმისა და და ფრჩხილების საწინდარია. ძლიერი ანტიოქსიდანტია და შესაბამისად, ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.

Facebook კომენტარები