მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ათობით მეტრის რადიუსზეც ვეღარ მოგეკარებიან! დროა თქვენც იცოდეთ ამის შესახებ..

2439

მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ათობით მეტრის რადიუსზეც ვეღარ მოგეკარებიან! დროა თქვენც იცოდეთ ამის შესახებ..

ალბათ ხშირად შეხვედრილხართ ასეთ მომენტს, რომ ზოგიერთი ადამიანი რატომღაც განსაკუთრებულად იზიდავს კოღოებს, ხოლო ამავე დროს მეორე ადამიანს შესაძლოა ერთი ნაკბენიც კი არ ჰქონდეს..

მე პირადად ამ კითხვაზე პასუხის გაგება მთელი ბავშვობა მაინტერესებდა და სულ ამოუხსნელ ამოცანასავი თან დამყვებოდა

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამის მიზეზი არის სისხლის ჯგუფი, რძემჟავა, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, გენეტიკური ფაქტირები, გარკვეული სახის კანის ბაქტერიები, ალკოჰოლის მოხმარება, ორსულობა და ტანსაცმლის ფერიც კი. თურმე კოღოების ,,საყვარელი“ ფერებია: წითელი, შავი და მუქი ლურჯი.

გენეტიკას ვერ შევიცლით, მაგრამ ფერებს გავითვალისწინებთ და ჩავიცვამთ თეთრს, ცივ ლუდზედაც შეგვიძლია უარის თქმა და ცივი წყლითაც გავიგრილებთ სხეულს და შევძლებთ საშინელი ნაკბენებისგან თავის დაღწევას.

ასევე ჩვენ შემოგთავაზებთ მწერებისგან დამცავ ბუნებრივ საშუალებას, რომლის დახმარებითაც ამ პრობლემას დაძლევთ.

დაგჭირდებათ:

  • ქილა
  • ლიმონის რამდენიმე ნაჭერი
  • ცაცხვის რამდენიმე ღერო, როზმარინი 2 ყლორტი
  • ლიმონის ევკალიპტის ზეთი 7-9 წვეთი

მომზადების წესი:

ქილაში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები და შეავსეთ წყლით. ამ საშუალების მოსამზადებლად მთავარი პროდუქტია ლიმონის ევკალიპტის ზეთი – მასში შემავალი ნაერთები კი აფრთხობს მწერებს.

თუ ლიმონის ევკალიპტის ეთერზეთის შოვნას ვერ მოახერხებთ, შეიძინეთ პირდაპირ ევკალიპტის ზეთი და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან ერთად დაამატეთ ნარევში.

ცადეთ ბუნებრივი მწერებისგან დამცავი საშუალება, რომლის  სუნის წყალობით თავს დააღწევთ აბეზარ კოღოებს.

ასევე გირჩევთ, გამოიყენოთ ლავანდის ეთერზეთი, ვარდისფერი გერანიუმი, პიტნა ან ციტრონელა. შეგიძლიათ კანზე შეიზილოთ ზეთის და ალოე ვერას გელის ნარევი, რომელიც უსაფრთხო საშუალებაა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და გაატარეთ მშვიდად ზაფხულის ცხელი დღეები.

Facebook კომენტარები