ნამდვილი აღმოჩენაა,რომელსაც ყველას გირჩევთ! ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტების და მათი კვერცხების განადგურებაში ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ..

865

ნამდვილი აღმოჩენაა,რომელსაც ყველას გირჩევთ! ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტების და მათი კვერცხების განადგურებაში ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ..

დღევანდელი ხელნაკეთი წამალი, რომლის რეცეპტსაც სწორედ ამსტატიაში შემოგთავაზებთ უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

თანამედროვე დროში რეცეპტს დაემატა ანტიბიოტიკური თვისებებით გაჯერებული რამდენიმე ინგრედიენტი.

უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად გჭირდებათ ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთაც უამრავი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

მაგალითად, ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ფლობს სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს და გაგათავისუფლებთ დაავადებების გამომწვევი მიკრო ორგანიზმებისგან ისე, რომ არ აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ კარგ ბაქტერიებს.

იცოდითის, რომ პირშუშხას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ  ფილტვების სამკურნალოდ.

ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და აქტიურად გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ჩილის წიწაკა აქვს უნიკალური ანტიბაქტერიული თვისებები და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

კურკუმა განსაკუთრებით სასარგებლო ორგანიზმის გასააქტიურებლად და ღრმა წმენდისთვის. ასევე საუკეთესო საშუალებაა კიბოს უჯრედების აღმოსაფხვრელად და სახსრების ტკივილების შესამსუბუქებლად.

ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო პროდუქტია. ამბობენ, რომ ჰიპოკრატე, მედიცინის მამა, აქტიურად იყენებდა ძმარს და თაფლს. მათი საშუალებით იგი უამრავ დაავადებას კურნავდა.

ძმარი შეიცავს პექტინს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს სისხლის წნევას, ამცირებს შიმშილის გრძნობას. ვაშლის ძმარი ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის ეწინააღმდეგება თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და შესაბამისად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ვაშლის ძმარი აქტიურად გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების დროს, თავის ტკივილების, ვარიკოზის, სახსრების ტკივილის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემათა აღმოსაფხვრელად.

ამ გასაოცარი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წვრილად დაჭრილი ნიორი ¼ ჩ. ჭ.
  • წვრილად დაჭრილი ხახვი ¼ ჩ. ჭ, ახალი პირშუშხა გახეხილი 2 ს. კ.
  • ახალი ჯინჯერი გახეხილი ¼ ჩ. ჭ, წიწაკა ჩილი 2 ცალი
  • კურკუმა 2 ს. კ, ვაშლის ძმარი, დაახლოებით, 700 მლ

მომზადების წესი:

მოსამზადებლად გამოიყენეთ ხელთათმანები, რადგან ზოგიერთი ინგრედიენტი ძალიან ცხარეა. წიწაკა კარგად გარეცხეთ და მოაცალეთ ყუნწი.

მომზადებული ინგრედიენტები მოათავსეთ მინის გასტერილებულ ქილაში, დაასხით ძმარი (ქილა გაავსეთ) და კარგად აურიეთ. ქილას მჭიდროდ დაახურეთ ხუფი, დადგით სიგრილეში და გააჩერეთ 2 კვირა. შეანჯღრიეთ ყოველ დღე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი საუზმის შემდეგ. წამალი ჯერ რამდენიმე წამი ჩაიგუბეთ ყელში და შემდეგ გადაყლაპეთ. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ მიაყოლოთ ფორთოხალი ან ლაიმი.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ დღის განმავლობაში  მიიღეთ 3 ს. კ. აუცილებლად დალიეთ ჭამის შემდეგ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია