აქამდე უცნობი გემრიელი და სასარგებლო ბროკოლის რეცეპტები! მისი სარგებელი უსაზღვროა..

1630

აქამდე უცნობი გემრიელი და სასარგებლო ბროკოლის რეცეპტები! მისი სარგებელი უსაზღვროა..

ის რაც ბევრმა არც კი იცის

ბროკოლი ერთ-ერთი ის ბოსტნეულია, რომელიც ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებებს შეიცავს. კალორიების დაბალი შემცველობის მიუხედავად, იგი მდიდარია აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით. მოხარშული ბროკოლი შეიცავს იმდენ ვიტამინ C-ს, რამდენსაც ფორთოხალი. იგი ასევე შეიცავ ვიტამინებს B1, B2, B3, B6, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს და თუთიას.

1. ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში.

2. რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის – თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს და ა.შ

ბოსტნეულის კოტლეტი ბროკოლით:

საჭიროა : Ბროკოლი, კარტოფილი, Ხახვი, სტაფილო, Მზესუმზირის ზეთი,Მარილი, დაფქული შავი პილპილი, წყალი

მომზადება:

მოხარშეთ ბროკოლი და კარტოფილი. ბოსტნეულს ერთ ტაფაზე ვამზადებ, უბრალოდ ბროკოლს ადრე ამოვიღებთ, რადგან მოხარშვას ფაქტიურად 5-7 წუთი სჭირდება.

ბროკოლი დანით დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხოლო ჩანგლით ჩაჭყლიტეთ კარტოფილი; ხახვიც დაჭერით, სტაფილო გახეხეთ; შეწვით ხახვი და სტაფილო. შემწვარი ბოსტნეული შეურიეთ მოხარშულს, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ყველაფერი კარგად აურიეთ.

ჩამოაყალიბეთ პატარა კატლეტებად, რომ ადვილად გადააბრუნოთ და შებრაწოთ. ბოლოს შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან.

ბროკოლი ყველით:

შემადგენლობა:

1 ც ბროკოლი, 1 ც კვერცხი, 2 კბილი ნიორი, 200 გრ გახეხილი ყველი, ორეგანო, მარილი, პილპილი – გემოვნებით

ბროკოლი მოათავსეთ მდუღარე წყალში 10-15 წთ. შემდეგ დაანაწვრეთ და დააქუცმაცეთ.

დაუმატეთ  კვერცხი, წვრილად დაჭრილი ნიორი, 100 გრ გახეხილი ყველი, ორეგანო, მარილი და

პილპილი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა გადაანაწილეთ პერგამენტიან ზედაპირზე.

შედეთ ღუმელში 200 გრადუსზე 20 წთ. შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და

მოათავსეთ ისევ ღუმელში 5 წთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია