ერთგული მკითხველისთვის! რეჰანი მართლაც რომ ღვთის საჩუქარია,  არა? . .

1102

ერთგული მკითხველისთვის! რეჰანი მართლაც რომ ღვთის საჩუქარია,  არა? . .

რეჰანი ესაა მცენარე მწვანე ოვალური ფოთლებით და სპეციფიკური არომატით. არსებობს 6 სხვადასხვა სახის რეჰანი. თითოეულ სახეობას კი ქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები.

ბეტა-კაროტინი ერთ-ერთი ასეთი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ის ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას და იცავს გულსა და სისხლძარღვებს.

ასევე ხელს უშლის რევმატოიდულ ართრიტს, ასთმას, ოსტეოართრიტს. რეჰანი უაღრესად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ მისი სასარგებლო თვისებები.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი:

მეცნიერული კვლევების თანახმად, რეჰანი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მას აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები და ამით მკურნალობს სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებს.

იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს.

რეჰანი ესაა მცენარე, რომელიც მდიდარია ვიტამინ B6-ით და მაგნიუმით. მაგნიუმი ხელს უშლის გულის შეტევებს და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ვიტამინი B6 ხელს უშლის ისეთი მავნე ელემენტების დაგროვებას, როგორიცაა ჰომოცისტეინი. გარდა ამისა, ეს მცენარე ამცირებს არითმიის რისკს და უზრუნველყოფს კუნთების მოდუნებას.

რეჰანი სამზარეულოში:

რეჰანი შეუცვლელი სანელებელია მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. ეს განპირობებულია იმით, რომ ის კარგად უხდება სხვადასხვა კერძებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რეჰანი უნდა დაემატოს კერძებს მომზადების ბოლოს, რათა მან შეინარჩუნოს გემოვნური თვისებები. უფრო ძლიერი არომატის მისაღებად რეკომენდებულია ყოველთვის გამოიყენოთ ახალი რეჰანი.

ასევე რეჰანის ჩაი უაღრესად გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტია. მისი მოხარშვა ძალიან მარტივია, დაჭერით რამდენიმე ახალი რეჰანის ფოთოლი, დაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ ფინჯანი. გააჩერეთ 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია