იმუნიტეტის გასაძლიერებლი საოცარი მურაბები! + რეცეპტები
მოგეხსენებათ უკვე სეზონია კომპოტები და მურაბები მოვიმზადოთ ზამთრისთვის.თუმცა იცოდით ისიც, რომ ბევრი მათგანი გემრიელთან ერთდ საკმაოდ სასარგებლო საშუალებაცაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის!
სწორედაც ამ მიზნით დღეს გვინდა გაგაცნოთ სასარგებლო მურაბების ჩამონათვალი და გაგიზიაროთ მათი მომზადების მეთოდებიც!
მოდი დავიწყოთ:
შტოშის მურაბა — ყველასათვის კარგად ნაცნობი, ნამდვილი ვიტამინებით სავსე საკვებია. რომელიც განსაკუთრებით კარგია გულით დაავადებულთათვის და სუსტი კუჭის მქონე ადამიანებისთვის. ასევე მეგობრებო ამ კენკრის მურაბის გამოყენება რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, ინფექციური დაავადებები, შარ-სასქესო სისტემის დაავადებები, ორგანიზში სითხის მიმოცვლის დარღვევა, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი და ნაწლავების მუშაობის დაღვევა.
მაშ რა დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად? :
1 კგ. შტოში, 1,5 – 2 კგ. შაქარი, ლიმონის ცედრა გემოვნებით
ვანილი გემოვნებით, დარიჩინი გემოვნებით, 2 – 2,5 ჭიქა წყალი
მისი მომზადების წესი კი შემდეგნაირია:
ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი კენკრა 3-5 წუთით. ამოიღეთ შტოში წყლიდან. დარჩენილ წყალში ჩაყარეთ შაქარი და მოურიეთ სრულ გახსნამდე.
მიღებულ სიროფში ჩაყარეთ შტოში, ლიმონის ცედრა, ვანილი და დარიჩინი. ხარშეთ კენკრა მასის შესქელებამდე. აუცილებლად მოურიეთ მუდმივად და მოაცილეთ თავზე მომდგარი ქაფი.
შემდეგი საოცარი საშუალებაა ცირცელის მურაბა — ესაა ნატურალური იმუნომოდულატორი, რომელიც ორგანიზმს ხდის მეტად ამტანს გარკვეული დაავადებების მიმართ. ეს ტკბილეული ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ეს მურაბა შეუცვლელია ქალური ჯანმრთელობისთვის.
დაგჭირდებათ:
1 კგ. ცირცელი, 1,5 კგ. შაქარი და 3 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
მურაბის მომზადებამდე კენკრა უნდა ჩაალბოთ წყალში რამოდენიმე საათით და მინიმუმ სამჯერ უნდა გამოუცვალოთ ის. ამის შემდეგ გააშრეთ.
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ სრულ გახსნამდე. მიღებულ სიროფში ჩაყარეთ ცირცელი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
საწურის დახმარებით გადაიტანეთ კენკრა სხვა ქვაბში. დაადგით სიროფი ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 20 წუთი. ამის შემდეგ დააბრუნეთ ცირცელი სიროფში და ხარშეთ კიდევ 25 წუთი.