სისხლში შაქრის დონეს მოხარშული ხახვით შეამცირებთ! ამაზე უკეთესი რეცეპტი არ არსებობს!
დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება სისხლში გლუკოზის მაღალი დონის პრობლემას. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა უარყოფითად მოქმედებს სხეულზე, აზიანებს გულის ქსოვილებს, სისხლძარღვებს, თვალებს, თირკმელებსა და ნერვულ სისტემას.
რა თქმა უნდა, როდესაც დაავადება ქრონიკულ ფორმას მიიღებს, რაციონში ერთი პროდუქტის ცვლილება ვერ დაგვეხმარება მისგან თავის დაღწევაში … ამიტომ ჯობს მანამდე გააკონტროლეთ იგი. ფასდაუდებელი დახმარება ამ საკითხში შეიძლება გაგიწიოთ ტრადიციული მედიცინის მიერ საუკუნეების განმავლობაში დადასტურებულმა რეცეპტებმა.
მოხარშული ხახვი!
ხახვის სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე ბევრჯერ გსმენიათ ჩვენგან, მაგრამ ამჯერად ხახვს განვიხილავთ, როგორც სისხლში შაქრის დონის შესამცირებელ საშუალებას.
ინგრედიენტები:
- 3 კგ ხახვი
- 250 მლ მდუღარე წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- 3 კილოგრამი ხახვი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად (300-300 გრამი). ყოველ ახალ დღეს დაგჭირდებათ ერთი ნაწილი.
- გაასუფთავეთ კანისგან და კარგად დააუქცმაცეთ ხახვის 1 ნაწილი.
- დაქუცმაცებული ბოსტნეული გადაიტანეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით 250 მლ წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.
- ხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
- გადმოდგით ნახარში ცეცხლიდან და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად.
- უშუალოდ ნაყოფი შეგიძლიათ გადააგდოთ, სამკურნალოდ ჩვენ მხოლოდ ნახარში დაგვჭირდება.
- მიღებული სითხე გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე. ნახარში აუცილებლად უნდა იყოს ახლადმომზადებული.
- როდესაც 1 კურსს ჩაიტარებთ, აუცილებელია მის გამეორებამდე მინიმუმ რამდენიმე თვიანი შესვენების გაკეთება.
10 დღიანი კურსის შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ დადებით ცვლილებას.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.