თავი დააღწიეთ ნებისმიერ დაავადებას ქლიავის დახმარებით!
მოგეხსენებათ ქლიავი გემრიელიცაა და ასევე გვმატებს ენერგიას და გვიცავს მრავალი დაავადებისგან, ამიტომ მისი დახმარევით მკურნალობა ძალიან მისასალმებელია. ამიტომაც არ უნდა გამოვრიცხოთ ის რაციონიდან!
ეხმარება ანემიას:
ქლიავის ჩირი ინარჩუნებს ვიტამინებსა და მინერალებს და მდიდარია C ვიტამინით და რკინით. ის რეკომენდებულია რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით. ხოლო ვისაც იმუნიტეტის პრობლემა აქვს, სასარგებლოა ყოველდღიურად ცოტა ქლიავის მიღება - თითო 100 გრამი.
ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს:
ასი გრამი ქლიავი შეიცავს 210 მგ კალიუმს, რომელიც აუცილებელი მიკროელემენტია გულის გამართული ფუნქციონირებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ კალიუმი ხელს უშლის არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეტევის რისკს.
გარდა ამისა, ქლიავის უხსნად ბოჭკოში პროპანოინის მჟავის შემცველობის გამო, ისინი ხელს უწყობენ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც იწვევს გულის ზოგიერთ დაავადებას.
ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას:
ქლიავი ხელს უწყობს ძვლების გაძლიერებას, რადგან შეიცავს K ვიტამინს, სპილენძს და ორგანულ ბორს. ამრიგად, ისინი უნდა შევიდეს ქალების დიეტაში, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ძვლის სიმკვრივე იწყებს კლებას.
იდეალურია მკურნალობის ყოველთვიური კურსი!: რომლის დროსაც ქალებმა დღეში დაახლოებით 10 ქლიავის ჩირი უნდა მიირთვან.
იცავს მხედველობას:
ქლიავში A ვიტამინის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს თვალის დაავადებების გაჩენის პრევენციას, კერძოდ, საუბარია მაკულარული დეგენერაციაზე (დაავადება, რომელიც აზიანებს ბადურას, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც კი).
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას:
ქლიავი ბოჭკოების კარგი წყაროა, ამიტომ ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ისინი შეიცავს სორბიტოლს, რომელიც საფაღარათო ეფექტის გარდა, გამწმენდი ეფექტის გამო ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.