ეს 7 ნატურალური პროდუქტი თქვენს ღვიძლს იდეალურად გაწმენდს. ის, რაც ყველას სჭირდება

1347

ეს 7 ნატურალური პროდუქტი თქვენს ღვიძლს იდეალურად გაწმენდს. ის, რაც ყველას სჭირდება

ღვიძლი ადამიანის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც პირველ რიგში ზიანდება წამლების, ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მოხმარების დროს .
ღვიძლის მთავარი ფუნქცია – გაფილტვრა და ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ მასზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის გაცვლითი პროცესები, ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი ამ ორგანოსთვის ყურადღების მიქცევა და მისი პერიოდული დეტოქსიკაცია.

დღეს ჩვენგან გაიგებთ იმ ნატურალური პროდუქტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიწმინდოთ ღვიძლი და ხელი შეუწყოთ მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

  1. კურკუმა

ეს ინდური სანელებელი, როგორც იცით ყველა დიასახლისის სამზარეულოში აუცილებელად არსებობს. გარდა ამ დანიშნულებისა, მას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და სისხლში შაქრის დონეს განსაზღვრავს. კურკუმა ძირფესვიანად წმენდს ღვიძლს და მის მუშაობას აუმჯობესებს. ამ სანელებლით შეზავებული თქვენთვის საყვარელი კერძები მიირთვით ყოველ საღამოს რძესთან ერთად, ძილის წინ, რათა უჯრედულ დონეზე გაიწმინდოთვ ღვიძლი და თავი აარიდოთ ციროზის განვითარებას.

2. ნიორი

ნიორი რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ამას ბევრი  ახსნა არ სჭირდება. იგი შეიცავს ისეთ აქტიურ ნაერთებს და ფერმენტებს, რომლებიც ორგანუზმიდან ტოქსინების გამოდევნაზეა პასუხისმგებელი. ნიორი შეიცავს სალიცინს და გოგირდს, რომლებიც ჩვენს ღვიძლს იცავს დაზიანებისგან.

ნივრით შეზვებული კერძები მიირთვით ყოველ საღამოს და ხელი შეუწყეთ ღვიძლს სწორი მუშაობის პროცესში.

3. ბოსტნეულის წვენები

კომბოსტო, კიტრი, ჭარხალი და სტაფილო შეიცავს ისეთ ვიტამინებს და ნაერთებს, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. რეგულარულად მიირთვით მათგან გამოწურული წვენები, კოქტეილები და თავს აარიდებთ ღვიძლის დაზიანებას და ციროზის განვითარებას.

წვენების სახით ბოსტნეულის მიღება უფრო ეფექტურია, რადგან უფრო მარტივია პროდუქტებიდან სასარგებლო მკვებავი ნივთიოერებების ათვისება, შედეგად კი მოგიწესრიგდებათ არამხოლოდ ღვიძლის მუშაობა, არამედ, გაიჯანსაღებთ მთელ სხეულსაც.

4. მწვანე ჩაი

არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ მწვანე ჩაი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ღვიძლის გაცხიმოივნებისგან იტანჯებიან.

მწვანე ჩაი აფერხებს ცხიმის სინთეზის პროცესს და ეფექტურად წმენდს ჩვენს ღვიძლს მავნე ნარჩენებისგან.

5. ავოკადო

ბევრმა არც კი იცის, რომ ამ ტრიპიკულ ხილს ღვიძლის აღდგენის და განახლების უნარი აქვს.დღეს მეცნიერები მუშაობენ ავოკადოს ისეთი ექსტრაქტის შემუშავებაზე, რომელიც შეძლებს ღვიძლის დაზიანებული უბნების აღდგენას. თუ ავოკადოს რეგულარულად მიირთმევთ, თქვენ არამხოლოდ გაისუფთავებთ ღვიძლს, არამედ მთელ ორგანიზმს გაიჯანსაღებთ.

6. ლობიო, ტკბილი კარტოფილი და ბანანი

ჩვენი ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია კალიუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ლობიო და ბანანი. სხეულში კალიუმის მარაგის შესავსებათ და ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის რეგულარულად მიირთვით ტკბილი კარტოფილი, ლობიო და ბანანი, შესაბამისად , თავიდან აიცილებთ ღვიძლის დაავადებას.

7. ზეითუნის ზეთი და გრეიფრუტი

ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას ხელს უწყობს ზეითუნის ზეთი და გრეიფურტის წვენის ნაზავი. ესაა ერთ-ერთი საფაღარათო საშუალება, რომელიც ღვიძლის გაცხიმოვნებას და კენჭების ფორმირებას ნაღვლის ბუშტში ხელს უშლის, ასევე თავიდან გვაშორებს ღვიძლის დაბინძურებას.

მოამზადეთ 1 სუფრის კოვზი გრეიფურტის წვენის და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის ნარევი და ყოველ დილით მიირთვით. ამ ნაზავის მიღებისგან თავის შეკავება მოუწევთ  ორსული ქალებს, რადგან მას შეიძლება უკუჩვენებები ჰქონდეს. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროსაც,  შესაძლებელია, უკუჩვენებითი იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ნაღვლის ბუშტში კენღების ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, თავის შეკავება მოგიწევთ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისგნ.  ამიტომ, სანამ რომელიმე რეცეპტის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხო იქნება თქვენთვის.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და საინტერესო რჩევების ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მთლიანად ეფუძნება ნატურალურ და ხალხურ მეთოდებს, რაც არ მოგაყენებთ არანაირ ზიანს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გარეგნობა სახლის პირობებში კომფორტულად და ბიუჯეტურად.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია