როგორ ვუშველოთ ყურის ტკივილს? სცადეთ ეს ეფექტური მეთოდი

1813

როგორ ვუშველოთ ყურის ტკივილს? სცადეთ ეს ეფექტური მეთოდი

თუ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ ყურის ტკივილი, მაშინ გეცოდინებათ, თუ რა საშინელებაა ეს. ყურის ტკივილს სხვა და სხვა გამომწვევი მიზეზები აქვს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს გაციების გამო გვემართება. აღნიშნული პრობლემის დროს კი განსაკუთრებით ეფექტურია – ,,ჯადოსნური მარილის წინდა“.

ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ბამბის წინდები და ჭიქა-ნახევარი ზღვის მარილი დაგჭირდებათ.

» ჩაყარეთ მარილი წინდაში, შეკარით ორმაგი კვანძით.

» ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ მითითებული ნივთები გამოიყენოთ და არ ჩაანაცვლოთ ისინი ალტერნატიული საშუალებებით.

» თუ თქვენ 100 %-იან ბამბის თეთრ წინდას არ გამოიყენებთ, შესაძლოა ცუდი შედეგი მიიღოთ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფერს და ქსოვილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

» რაც შეეხება მარილს, აუცილებელია ზღვის მარილი, რადგან ის უფრო მსხვილია და გარდა ამისა, სითბოს კარგად ინარჩუნებს. ჩვეულებრივი სუფრის მარილი არაეფექტურია და შესაძლოა კრისტალების წვრილი ზომის გამო წინდიდანაც გადმოიყაროს.

» შემდეგი ეტაპი არის მარილით სავსე წინდის შეთბობა საშუალო ტემპერატურამდე (იყოს ცხელი მაგრამ არა იმდენად რომ დაგწვათ კანი), მოათავსეთ ის წინასწარ გაცხელებულ ქვაბში (ან ტაფის ზედაპირზე) 4-6 წუთის განმავლობაში და აუცილებლად რამოდენიმეჯერ შეანჯღრიეთ.

ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მარილიანი წინდა დაიდოთ მტკივნეულ ყურსა და ყბის უკანა არეზე. ცხელი მარილი გარდა იმისა, რომ ტკივილს გაგიყუჩებთ, განსაკუთრებული ანტისეპტიკური თვისებებითაც გამოირჩევა.

გამოიყენეთ მარილიანი წინდა და სწრაფად გაუმკლავდით ყურის აუტანელ ტკივლს!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია