ინსულტამდე ერთი თვით ადრე თქვენი სხეული გიგზავნით ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს – ნუ უგულებელყოფთ მათ!

1805

ინსულტამდე ერთი თვით ადრე თქვენი სხეული გიგზავნით ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს - ნუ უგულებელყოფთ მათ!

მოუსმინე შენს სხეულს! ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. .

თუ ყურადღებას მიაქცევთ ყველა იმ ნიშანს, რომელსაც თქვენი სხეული ცდილობს გამოგიგზავნოთ, შედეგად თქვენ ნამდვილად შეგეძლებათ დაიცვათ თავი ინსულტისგან.

მანამდე კი გაგაცნობთ, რომ არსებობს ორი სახის ინსულტი, პირველი და უფრო გავრცელებული არის იშემიური ინსულტი, ხოლო მეორე არის ჰემორაგიული.

პირველი ტიპი გამოწვეულია თავის ტვინში არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით და ეს ამცირებს სისხლის ნაკადის მიწოდებას ტვინისკენ. მეორე ტიპი ნაკლებად გავრცელებულია და გამოწვეულია თავის ტვინში სისხლჩაქცევით.

ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ უჩვეულოს ნიშანას, რაც თქვენს ორგანიზმს ემართება, რადგან მსოფლიოში ინსულტი სიკვდილის მეხუთე მთავარი მიზეზია და ეს ნამდვილად გაძლევთ იმის საბაბს რომ მეტად ფრთხილად იყოთ!

როდესაც სისხლძარღვი, რომელსაც აქვს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების თავის ტვინში გადატანის მნიშვნელოვანი ფუნქცია, დაბლოკილია სისხლის შედედებისდა გამო, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ინსულტი. შემდეგად კი ტვინის ნაწილი ვეღარ მიიღებს სისხლს და ტვინის უჯრედები დაიწყებენ კვდომას.

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ტვინს მრავალი განსხვავებული ფუნქცია აკისრია, ხოლო როდესაც ინსულტის შედეგად სისხლი ვეღარ აღწევს იმ ზონას, რომელიც აკონტროლებს სხეულის გარკვეულ ფუნქციას, მაშინ სხეულის ნაწილიც შესაბამისად ვეღარ ფუნქციონირებს სრულყოფილად.

ამიტომაც თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, რადგან ამით შესაძლოა დაეხმაროთ საკუთარ თავს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ამ მდგომარეობის თავიდან არიდებაშიც კი.

ექსპერტების აზრით, ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ყველა ადამიანში, რადგან ტვინის სხვადასხვა ნაწილი შეიძლება დაზარალდეს, მაგრამ ყველა ნიშანს საერთო აქვს ის, რომ ისინი მოულოდნელად ვითარდება

ინსულტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

- სუნთქვის პრობლემები, უეცარი ტკივილი
- სლოკინი
- ჰალუცინაციები
- უგონო მდგომარეობა
- ეპილეფსიური კრუნჩხვები
- სისუსტე და მრავალი სხვა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია