ლიმონისა და ნივრის ნაზავი: იდეალურია გულის სისხლძარღვების გასაწმენდად!

1053

ლიმონისა და ნივრის ნაზავი: იდეალურია გულის სისხლძარღვების გასაწმენდად!

შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც უნდა შეინახოთ.

უმეტესობა ჩვენგანი ნიორს და ლიმონს სალათისთვის და სხვა სანელებლების დასამზადებლად ვიყენებთ , მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ინგრედიენტების ნარევმა შეიძლება საოცრება მოახდინოს ჩვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ!

ამ ინგრედიენტებს კომბინირებისას შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, სისხლის მიმოქცევის სტიმულირება და არტერიების ბლოკირების აღმოფხვრაც კი.

ქოლესტერინის მაღალი დონე რეალურად არის არტერიებში LDL ქოლესტერინის დაგროვების შედეგი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან სხვა გულის სერიოზული დაავადება.

რაღა თქმა უნდა ამ დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მედიკამენტებით, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ უაღრესად ეფექტურ, ბუნებრივ საშუალებას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გვერდითი მოვლენა.

ნივრისა და ლიმონის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს გულის ჯანმრთელობა და ასევე გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა. ეს საუკეთესო ნაზავია გულის არტერიების გასახსნელად. მისი მომზადება და გამოყენება კი შეგიძლიათ ორი გზით:

რეცეპტი ნომერი 1.

ინგრედიენტები:

– 30 კბილი ნიორი
– 6ც ლიმონი

ინსტრუქცია:

ნიორი და ლიმონი უნდა გაასუფთავოთ კარგად და შემდგომ დაჭრათ ნაჭრებად.
უკვე დაჭრილი პროდუქტი კი გადაიტანეთ ბლენდერში, დაასხით წყალი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ, დროდადრო ურიეთ. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს უკვე გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ ნარევი მაცივარში.

დოზირება:

უნდა მიიღოთ 50 მლ პრეპარატი ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა და კვლავ გაიმეორეთ 3 კვირა. ეს პროცედურა შეიძლება განმეორდეს წელიწადში ორჯერ.

რეცეპტი ნომერი 2.

ინგრედიენტები:

– 1 ჭიქა ახალი ლიმონის წვენი
– 1 ჭიქა ნივრის წვენი
– 1 ჭიქა ჯანჯაფილის წვენი
– 1 ჭიქა ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი უნდა მოათავსოთ ქვაბში და მიიყვანოთ ადუღებამდე ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ 3 ჭიქა თაფლი.კვლავ კარგად აურიეთ და მიღებული მასა ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

დოზირება: მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი წამალი ყოველდღიურად საუზმის წინ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები