სწორად როგორ გამოვიყენოთ პომიდორი აკნესა და ნაწიბურების მოსაშორებლად ? აი გამოსავალი. .

459

 სწორად როგორ გამოვიყენოთ პომიდორი აკნესა და ნაწიბურების მოსაშორებლად ? აი გამოსავალი. .

პომიდორი შეიცავს ლიკოპენის მაღალ დონეს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელსაც აქვს საოცარი სარგებელი კანისთვის. ლიკოპენი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, რითაც ანელებს კანის დაბერების პროცესს და გვიცავს კანის სხვა სერიოზული დაავადებებისგანაც.

პომიდორს შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენი კანისთვის:

აკნეს წინააღმდეგ _ პომიდორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება შეაჩეროს კანის დაზიანება უჯრედულ დონეზე.

მათ ასევე აქვს მაღალი დონის მჟავიანობა, რომელიც თან ახლავს მის წვენს. მშრალ კანზე წასმული ეს მჟავიანობა ხელს შეუწყობს კანზე ფორების გამკაცრებას და აკნეს გამომწვევი ცხიმის შეწოვას.

უბრალოდ გაჭერით პომიდორი შუაზე და გაჭრილი მხარე პრობლემურ უბნებზე წაისვით. წაისვით მასაჟის მოძრაობებით რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში ერთხელ.

აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად: პომიდორი ასევე სასარგებლოა შავი წერტილებისა და აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად. პომიდორი ითვლება ძალიან ეფექტურ საშუალებად აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ის გეხმარებათ ფორების შევიწროებაში, რაც ვიზუალურად საკმაოდ დადებითად აისახება.

გაიწმინდეთ სახე და წაისვით პომიდვრის წვენი, რომელიც კანზე უნდა გაიჩეროთ მოქმედებისთვის 15-20 წუთის განმავლობაში. შედეგად ნაწიბურები თქვენს სახეზე გაქრება და კანი გაიწმიდნდება ნებისმიერი ანთებითი პროცესებისგან.

ტომატის წვენი: პატარა ჭურჭელში შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ტომატის წვენი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით ეს ნარევი კანის დაზიანებულ უბნებზე ბამბის ტამპონით. გაიჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პომიდორი ნაოჭებისთვის: როგორც ლიკოპენის მდიდარი წყარო, პომიდორი დაეხმარება თქვენს კანს მეტი ჟანგბადის შეთვისებაში, რაც შეაფერხებს კანის დაბერების პროცესს და ნაკლებად მიდრეკილნი იქნებით ნაოჭებისკენ.

1 პომიდვრის რბილობი და 1 მწიფე ავოკადოს რბილობი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა წაისვით სახის ნიღაბის მსგავსად. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ სახე. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

ასევე, ყოველდღიურად დალიეთ ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, რათა თქვენი ორგანიზმი შიგნიდანაც გაიწმინოდს! გვენდეთ ეს საშუალება ეფექტურობით ნამდვილად გამოირჩევა.

Facebook კომენტარები