დღეიდან თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაივიწყოთ საძილე აბები: ერთი ჭიქა ეს სასმელი და დაიძინებთ ბავშვივით!
დაივიწყეთ საძილე აბები, ასევე უძილობაც!
ბევრ ადამიანს აწუხებს უძილობა და თუ თქვენც გქონიათ მსგავსი პრობლემა, გეცოდინებათ რამდენად შემაშფოთებელია ეს ყოველივე. მოგეხსენებათ, უძილობის გამო თავს დაღლილად გრძნობთ და ენერგიის ნაკლებობას განიცდით.
ასეთ შემთხვევებში ადამიანები ძირითადად მიმართავენ საძილე აბებს, რომლებზეც შემდგომში შეიძლება დამოკიდებულნიც კი გახდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს წამლები არც თუ ისე ეფექტურია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობს ალტერნატიული მეთოდები, რომლებსაც, უფრო მეტიც, არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვთ.
სწორედ ამიტომ, აქ ამ სტატიაში გაგიზიარებთ ამ საოცარი ბუნებრივი საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ უძილობის პრობლემის მოგვარებაში. კერძოდ: ამ სასმელის მხოლოდ ერთი ჭიქა უდავოდ დაგეხმარებათ უძილობისგან თავის დაღწევაში, ბავშვივით ჩაგეძინებათ!
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 1 ლიტრი წყალი
მომზადება:
ამ საშუალების მოსამზადებლად ჯერ ბანანს კანი უნდა მოაშოროთ.
შემდეგ აიღეთ ქვაბი, შეავსეთ წყლით და დადგით ქვაბი გაზქურაზე, წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი წყალი ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი და ადუღებულ წყალს დაუმატეთ ბანანი. დააფარეთ თავსახური და ასე გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთის შემდეგ აიღეთ საწური და გაწურეთ ნარევი, სითხეს მოაცილეთ ბანანის ყველა ნაწილი. თუ გსურთ მიღებული სითხის გემოს გაუმჯობესება, შეგიძლიათ მოგვიანებით დაამატოთ დარიჩინიც. დალიეთ ეს ჩაი ძილის წინ და დაივიწყებთ ძილის პრობლემებიც.
აღნიშნული საშუალების ეფექტი მართლაც, რომ მყისიერია! ამიტომ შედეგს პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ, მთავარია მომზადება არ დაიზაროთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!