ეს აბაზანა ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების განთავისუფლებას, გააუმჯობესებს კუნთების და ნერვების ფუნქციას, შეამცირებს ანთებას და სისხლის ნაკადს! დროა სცადოთ. .
ართრიტის საუკეთესო საშუალება!
ათასობით წლის განმავლობაში მრავალი კულტურა იყენებდა ეფსომის მარილს , მისი სასარგებლო თვისებების, სხეულის დეტოქსიკაციის, მებაღეობისა და სახლების დასუფთავებისთვის.
ესაა ერთ ერთი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მეთოდი:
ეს მარილი მართლაც განსხვავდება სხვებისგან, რადგან ის მაგნიუმის და სულფატის სუფთა მინერალური ნაერთია, რომლებიც ორივეს ანიჭებს ძლიერ ჯანმრთელობის სარგებელს და დეტოქსიკაციას.
ისინი ადვილად შეიწოვება კანში და გადადიან სისხლში. კანის ფოროვანი გარსი კი შთანთქავს მათ და შლის ტოქსინებს.
კერძოდ მაგნიუმი უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალია, 325-ზე მეტი ფერმენტით, ის ამშვიდებს ანთებას, აძლიერებს ნერვებისა და კუნთების ფუნქციას და ზრდის სისხლის ნაკადს.
სულფატები აუცილებელია ჯანსაღი კანის, ნერვული ქსოვილისა და სახსრებისთვის. ეს ნარევი საერთო ჯამში შლის ტოქსინებს.
მარილის აბაზანის რეგულარული გამოყენება საბოლოო ჯამში გვეხმარება კუნთების ტკივილის, მიკოზის, ფრჩხილის სოკოს, ჩიყვის, დაჭიმვისა და სისხლჩაქცევების დროს, კურნავს ქრონიკულ დაავადებებსა და ტკივილს, ხსნის ანთებას, ეხმარება ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ასევე არეგულირებს მინერალების ბალანსს.
ამ აბაზანების გამოყენებამდე ორსულებმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებმა უნდა მიმართონ ექიმს!
აი, როგორ უნდა მიიღოთ ეფსომის მარილის აბაზანა:
უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს 40 წუთი, რადგან ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილებას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება და წყლიდან მინერალების ათვისებას კიდევ 20 წუთი. თბილი წყლის აბაზანაში დაამატეთ ეპსომი მარილი იმ რაოდენობით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ:
27 კგ-მდე ბავშვები: სტანდარტული ზომის აბაზანას დაუმატეთ 1/2 ჭიქა მარილი.
დაახლოებით 45-50 კგ წონის ადამიანები: სტანდარტული ზომის აბაზანას დაუმატეთ 1 ჭიქა მარილი.
- დაახლოებით 65-70 კგ წონის ადამიანები: სტანდარტული ზომის აბაზანას დაუმატეთ 1,5 ჭიქა მარილი.
- დაახლოებით 80-90 კგ წონის ადამიანები: სტანდარტული ზომის აბაზანას დაუმატეთ 2 ჭიქა მარილი.
- ყოველ +20 კგ-ზე უნდა დაამატოთ კიდევ 0,5 ჭიქა.
დამატებითი რჩევები:
საუკეთესო შედეგისთვის დაამატეთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი, რომელიც ძალიან კარგია კანისთვის და შეიცავს პოლიფენოლებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ჯანჯაფილი ან კაიენის ფხვნილი სითბოს დონის გასაზრდელად და მეტი ტოქსინების გასათავისუფლებლად.
მოერიდეთ საპონს, რადგან ის ხელს უშლის დეტოქსიკაციის პროცესს და მინერალების მოქმედებას. ამ პროცედურის შემდეგ დაისვენეთ 1-2 საათი.