ინფორმაცია რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ! 10 ადრეული სიმპტომი: გაგაფრთხილებთ თირკმელების პრობლემებზე

1466

ინფორმაცია რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ! 10 ადრეული სიმპტომი: გაგაფრთხილებთ თირკმელების პრობლემებზე

დარწმუნებულნი ხართ, რომ თირკმელები მთელი ცხოვრება შეინარჩუნებენ სიჯანსაღეს?

თირკმელები ლობიოს ფორმის ორი ორგანოა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლას ასრულებენ. კერძოდ: მათი "პასუხისმგებლობაა" ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნა და სხეულის სხვა ფუნქციების დახმარება. ხოლო ამის შემდგომ წარმოიდგინეთ რამდენად სერიოზულ პრობლემას შეიძლება წააწყდეთ, თუ გაწუხებთ თირკმლების პრობლემები!

კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში 20 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება თირკმელების დისფუნქციის გარკვეული დონე. თირკმელების სერიოზული პრობლემების პრევენციის გასაღები კი დაავადების ადრეული სიმპტომების ამოცნობა და მათი ეფექტური მართვაა. ამიტომაც ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ სიმპტომებს:

შარდვის პრობლემები:

შარდი ქაფით ან ბუშტუკებით, ხშირი შარდვა, ჩვეულებრივზე მეტი შარდი, ჩვეულებრივზე ნაკლები შარდი, შარდში სისხლიანი გამონადენი, წვა შარდვის დროს.

შეშუპება: შეშუპება განსაკუთრებით სახის, ტერფების, ფეხების ან ხელების არეში, თირკმელების მიერ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის შეუძლებლობისდა გამო ხდება.ანემია ან დაღლილობა:

თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ნიშნავს ჰორმონ ერითროპოეტინის გამომუშავების შემცირებას, რაც უფრო მეტი ჟანგბადით გაჯერებული სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას იწვევს. ჟანგბადის დაბალი დონე კუნთებში და სხეულის სხვა პროცესებში კი თავის მხრივ იწვევს დაღლილობას ან ანემიას.

გამონაყარი: თუ თირკმლები ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებს სათანადოდ ვერ გამოდევნიან ეს ყოველივე იწვევს სხეულის სხვადასხვა არეში გამონაყარს და ქავილს

სისხლში ტოქსიკური ნარჩენი პროდუქტების დაგროვების შედეგად მიღებული მეტალის გემო (ე.წ. ურემია) ფაქტიურად ტოვებს ცუდ გემოს პირის ღრუში, ამცირებს მადას, რაც იწვევს წონის სწრაფ კლებას.

Ზურგის ტკივილი: მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის პოლიკისტოზური დაავადება იწვევს ტკივილს ზურგის ზედა ნაწილში (თირკმელების მახლობლად).

გულისრევა: ურემია იწვევს გულისრევის შეგრძნებას.

შემცივნება: ანემიური მდგომარეობა იწვევს ჭარბი სიცივის შეგრძნებას და პაციენტები ნორმალური ტემპერატურის გარემოშიც კი გრძნობენ შემცივნებას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია