ეს რეცეპტი მოგიხსნით ტკივილს და სახსრების კრუნჩხვებს. შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ. .
რეცეპტი ხალხური მედიცინისგან
ჩვენდა სამწუხაროდ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა არის სახსრების ტკივილი. ჯოჯოხეთურად შემაწუხებელი მდგოამრეობა, რომელიც თითქმის გარდაუვალია: მუხლებთან, მხრებთან, იდაყვებთან და მაჯებთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველას გამოუცდია, მაგალითად კი იმათ ვინც მთელი დღე კომპიუტერთან ზის.
ეს პრობლემები კი განსაკუთრებით ძლიერად და თავს იჩენს 45 წლის შემდეგ. მაგრამ რა მოხდება, თუ ტკივილი იწყება 25-30 წლის ასაკში? ეს ასაკობრივი საკითხია?
რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილს შეიძლება ჰქონდეს სხვა გამომწვევი მიზეზებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპიუტერთან და უმოძრაო ცხოვრების წესთან. მაგალიტად ეს შეიძლება იყოს დაზიანებების, ზედმეი დატვირთვის, მოტეხილობების, ართრიტის ან თუნდაც რევმატიზმის ბრალი. .
მაგრამ გამომწვევი მიზეზი რაცარუდან იყოს დღეს წარმოდგენილი ხალხური რეცეპტი ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია! იგი მოიცავს მხოლოდ უმარტივეს ინგრედიენტებს და გვეხმარება პირველივე გამოყენებისას
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხარე);
- 1 სუფრის კოვზი წვრილი მარილი;
- 1 სუფრის კოვზი წყალი.
მომზადება: საფუძვლიანად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მიიყვანეთ ერთგვაროვან ნარევამდე. შემდეგ ჩაასხით ხელის კრემის ცარიელ ქილაში ან ნებისმიერ სხვა კონტეინერში.
გამოყენება: შემდეგ ჯერზე, როცა სახსრებიდან წამოსული დისკომფორტი შეგექმნებათ, უბრალოდ წაისვით ეს „კრემი“ მტკივნეულ ადგილზე. შემდეგ დაიფიქსირეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით და ზემოდან თბილი შარფითაც დაიმაგრეთ. სასურველია ეს უკანასკნელი იყოს მატყლის.
ასეთი კომპრესა უნდა გაიჩეროთ ერთნახევარი-ორი საათის განმავლობაში. უმჯობესია პროცედურა ძილის წინ გაიმეოროთ, რათა სახსრებმა დაისვენოს „მკურნალობის“ შემდეგ. კრემი ჩამოიბანეთ დილით.
გაიმეორეთ ეს პროცესი ზედიზედ 4-5 დღე. ეფექტს პირველივე ჯერზე იგრძნობთ, ამიტომ შედეგი მოტივაციას ნამდვილად აგიმაღლებთ
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნარევი თავად უნდა ინახებოდეს მაცივარში და არა უმეტეს 5-6 დღისა.