დიაბეტის სიმპტომები და მისი მკურნალობის გზები – ყველაფერი ამ დაავადების შესახებ.

2687

დიაბეტის სიმპტომები და მისი მკურნალობის გზები – ყველაფერი ამ დაავადების შესახებ.

რას ნიშნავს დიაბეტი? ეს არის სისხლში მუდმივად, შაქრის მაღალი დოზა. არსებობს მისი ორი კატეგორია:

ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინის ჰორმონს. ეს მარეგულირებელი ქიმიური ნივთიერება შაქარს ნახშირწყლებიდან უჯრედებად გარდაქმნის. პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. ორგანიზმი ანადგურებს იმ უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს. დიაბეტის ეს ტიპი ვითარდება ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში და ასეთ შემთხვევაში, ინსულინის დღიური მიღება აუცილებელია.

მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან ვერ იყენებს მას სწორად. სიმპტომები, როგორც წესი, გამოვლინდება ხოლმე მოზრდილობაში. დიაბეტის ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და ინსულინის ყოველდღიური მიღება არაა საჭირო. როგორც დაავადება, მისი მართვა შედარებით იოლია.

თანამედროვე ცხოვრება, დიაბეტით დაავადებულთათვის, იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტებმა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ.
ჩვენ მოგაწვდით მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ, საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გართულებები

დიაბეტმა შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა სახის დაავადებებიც:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ინფარქტი
  • ბუნდოვანი ხედვა
  • თირკმელების დაავადება
  • ნერვული სისტემის დაზიანება
  • პირის ღრუს დაავადებები
  • კანის დაავადებები

როგორ შეიძლება ამ დაავადებების პრევენცია?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინფარქტი

დიეტა

დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ ვიტამინებით სავსე საკვები. როგორიცაა:

  • ბოჭკოვანი საკვები: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ხორბლეული
  • გულისათვის სასარგებლო ცხიმი: თხილი, კაკალი, მარცვლეული, ავოკადო, თევზი
  • ნაკლებად ცხიმოვანი საკვები: ყველი, დაბალი ცხიმიანობის მქონე რძე, იოგურტი
  • ნატრიუმის დაბალი დოზის შემცველი საკვები

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნახშირწყლებით სავსე საკვების მიღებასაც. ხოლო, შაქრის შემცველი სასმელის დალევა უნდა აიკრძალოს.

მოწევის დოზის შემცირება

ვარჯიში

ვარჯიშის შედეგად, ორგანიზმი ინსულინს უფრო იოლად გამოიმუშავებს. ფიზიკური აქტივობა შაქარს უჯრედებად გარდაქმნის და ხელს უშლის მის სისხლში დატოვებას. არსებობს მოსაზრება, რომ შესაბამისი დიეტა და ვარჯიში დიაბეტისგან განკურნების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შედეგად:

  • მცირდება წნევა და ქოლესტერინი დონე
  • ორგანიზმში მიმდინარეობს მბრუნავი ცირკულაცია
  • ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი წონისგან
  • მცირდება სტრესის დონე
  • ძლიერდება კუნთები და ძვლები
  • ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა ყოველდღიურად, 30 წუთის განმავლობაში მაინც უნდა ივარჯიშოს. თავდაპირველად, ფიზიკური აქტივობა უნდა გრძელდებოდეს მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში და ნელ-ნელა, გაიზარდოს. შემდეგში, შესაძლებელია, რომ 30 წუთი დაიყოს 10-10 წუთად. ვარჯიშის უსაფრთხო ფორმებია: ფეხით სიარული, ცურვა, ცეკვა, იოგა და ველოსიპედით სიარული.

სისხლში შაქრის დონე უნდა გაკონტროლდეს ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, ეს ეფექტს გამოავლენს.

ექიმები აცხადებენ, რომ ფიზიკური აქტივობა არაა საჭირო მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბალი ან მაღალია. ვარჯიშის ნაცვლად, შეგიძლიათ, 15 გრამი ნახშირწყალი მიიღოთ. მაგალითად:

  • ხილის პატარა ნაჭერი
  • 1 ფინჯანი ნატურალური იოგურტი
  • 1 ფინჯანი მოხდილი რძე
  • გრანოლას ბატონი

თუ ფიზიკური დატვირთვა ერთი საათის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, საუზმე უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისა და პროტეინისგან. პროტეინი ანელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის პროცესს.

რა უნდა მიირთვათ საუზმედ, თუ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას ეწევით:

  • 5 ცალი მთლიანი მარცვლეულის მქონე კრეკერი და 4 ცალი კამათლის ზომის ყველის კუბი
  • 5 ცალი მთლიანი მარცვლეულის მქონე კრეკერი და 1 ს/კ არაქისის კარაქი
  • ¼ ფინჯანი ხაჭო და 1 ფინჯან ხილთან ერთად
  • ბრინჯის ღვეზელი, 1 ს/კ არაქისის კარაქთან ერთად.

როდესაც გლუკოზის დოზაა 3 kg / m3 , შესაძლოა, ვარჯიში სარისკო იყოს, ორგანიზმს კი მოუწიოს, ცხიმის გამოყენება, ინსულინის დაბალი დოზის შესავსებად. ამიტომ, ვარჯიშისთვის იდეალურ მდგომარეობას, ექიმი გადაწყვეტს.

დიბეტით დაავადებულმა ადამიანებმა ექიმს ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მიაკითხონ. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს:

– წნევა-ჰიპერტონია გულზე დატვირთვას აძლიერებს. ამან შესაძლოა, გმაოწვიოს ინფარქტი, გულის შეტევა, თირკმელების დაავადებები და ბუნდოვანი ხედვა.

– A1C სისხლის გლუკოზა-აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას, 3-თვიანი ინტერვალებით

ასევე, პაციენტებმა ყოველწლიურად უნდა გაიკეთონ გრიპის ვაქცინაცია. პნევმონიის ვაქცინა უნდა გაიკეთონ ადამიანებმა 65 წლიდან და ზემოთ, მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. გამონაკლისის შემთხვევაში, თუ ადამიანმა პნევმონიის ვაქცინა 65 წლამდე გაიკეთა, მაშინ, ეს უნდა განმეორდეს ხუთი წლის შემდეგაც.
გრიპის ვაქცინა უნდა გაიკეთონ დიაბეტით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრებმაც. ამისათვის, საუკეთესო დრო სექტემბერია. ხოლო, პნევმონიის აცრის გაკეთება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი

დიაბეტით დაავადებულების უმრავლესობამ, გლუკოზას დოზა დღეში ორჯერ უნდა გააკონტროლოს.

ხედვის გართულება

სიბრმავისგან თავის დასაცავად, პაციენტებმა უნდა:

  • აკონტროლონ სისხლში შაქრის შემცველობა
  • შეამცირონ მოწევა
  • პერმანენტულად უნდა ესტუმრონ ოფთალმოლოგს

ოფთალმოლოგი შეამოწმებს:

– გლაუკომას დონეს-მაღალი ოკულარული წნევა აზიანებს თვალის სისხლ-ძარღვებს, რომლებიც კვებავენ ოპტიკურ ნერვსა და თვალის ბადისებრ გარსს
– კატარაქტას რისკს-ფარავს თვალის ლინზას და ბლოკავს ოპტიკურ სინათლეს.

ხედვის პრობლემების სიმპტომებია:

  • შავი ლაქები
  • ვიზუალური ხვრელები
  • სუსტი ჩრდილები

თირკმელების დაავადება

გლუკოზის მაღალმა დოზამ შესაძლოა, თირკმელების სისხლ-ძარღვები დააზიანოს. შესაბამისად, წყალი და მარილი აღარ გამოიდევნება. თირკმელების დაავადების სიმპტომებია:

  • საშარდე ტრაქტის ინფექცია
  • ღამით, ხშირი შარდვა
  • გულისრევა და ღებინება
  • მადის დაქვეითება
  • სისუსტე და დაღლილობა
  • ფერმკრთალობა
  • ქავილი
  • კუნთების დაჭიმვა

ნერვული სისტემის დაზიანება

არსებობს ნევროპათიის რამდენიმე სახეობა. სიმპტომები მოიცავს: ტკივილს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, თავბრუსხვევას, ცხელებას, ყურებში ხმაურს, სისუსტესა და სხვ.

პირის ღრუს დაავადებები

როდესაც კბილები და ღრძილები სისხლით საკმარისად არ მარაგდება, ისინი ინფექციის წყარო ხდება. ეს კი ღრძილების დაავადების წინაპირობაა.

პაციენტებმა ხშირად უნდა იარონ სტომატოლოგთან, 6 თვეში ერთხელ მაინც. ხოლო, თუ ღრძილების დაავადება აწუხებთ, 4 თვეში ერთხელ.

დაიცავით ჰიგიენის ნორმები: კბილები დღეში 2-ჯერ, 2 წუთის განმავლობაში უნდა გაიხეხოთ, ფთოროვანი ნაერთის შემცველი კბილის პასტით. ასევე, უნდა გაიწმინდოთ ენაც.

კანის დაავადებები

კანის დაავადებების უმეტესობა იოლად იკურნება, თუ მას დროულად აღმოვაჩენთ. ამისათვის, გამოიყენება საცხები და აბები. ასევე, მზისგან დამცავი საცხი.

ფეხების მოვლა

პაციენტებმა ფეხები ყოველდღე უნდ დაიბანონ და გაიშრონ. არ უნდა იარონ ფეხშიშველებმა.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Facebook კომენტარები