როგორ ვებრძოლოთ მაღალ ტემპერატურას ბავშვებში? რჩევაა ნუ ჩაატარებთ ცდებს, იხელმძღვანელეთ ამ ოქროს წესებით

8590

როგორ ვებრძოლოთ მაღალ ტემპერატურას ბავშვებში? რჩევაა ნუ ჩაატარებთ ცდებს, იხელმძღვანელეთ ამ ოქროს წესებით

როგორც წესი სხეულში მიმდინარე ინფექციებთან ბრძოლის დროს ორგანიზმი ნიშანს გვაძლევს ტემპერატურის მატების სახით, ასევე ამდროს თავადვე ორგანიმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ებრძვის ინფექციას. ესკი იმას გულისხმობს, რომ ორგანიზმში რაც უფრო მაღალია ტემპერატურას შესაბამისად მით უფრო მეტი “საკუთარი” წამალი გამომუშავდება!

თუმცა მოგეხსენეებათ მდგომარეობა ზოგჯერ იმდენად მძიმეა სხვა ფაქტორების გათვალისწინებაცაა მიზანშეწონილი, კერძოდ:

ინფორმაცია თუ როგორ დავწიოთ ტემპერატურა

დღევანდელ რეალობაში გავრცელებულია, მეთოდი ტემპერატური მყისიერი დაწევის. რაც გულისხმობს ტემპერატური დროს მაშინვე სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებას. ეს კი საკმაოდ არასწორი მიდგომაა, რადგან ამ დროს ორგანიზმს აღარ ვაძლევთ თვითბრძოლის უნარს და ერთგვარად უფრო ვთრგუნავთ მის ბრძოლისუნარიანობას

დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია არა ტემპერატურა, არამედ ბავშვის საერთო მდგომარეობაა!

ახლა კი განვიხილოთ ტემპერატურის დაწევის უვნებელი და ამავდროულად ეფექტური მეთდოები:

1. როდის დავაგდოთ სიცხე?

რაღა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია. რადგან ზოგი ბავშვი 37 გრადუსზეც კი ცუდად გრძNობს თავს მაშინ, როდესაც სხვა შესაძლოა 39 გრადუსზეც კი მშვენივრად გამოიყურებოდეს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 39 გრადუს აღწევს, არაფრად არღირს გარისკვა გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალებები, რადგან:

40,0 გრადუსთან ახლოს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული დამცავი ფუნქციები საწინააღმდეგო მნიშვნელობებს იძენენ: მატულობს მეტაბოლიზმი და ჯანგბადის მოხმარება, ძლიერდება სითხის კარგვა, იქმნება დამატებითი დატვირთვა გულზე და ფილტვებზე.

ამავდროულად განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვენ კრუნჩხვითი სინდრომის მქონე ბავშვები. თუ ტემპერატურის მატებისთანავე ამჩნევთ მსგავს სიმპტომებს მაშინვე გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალებები

ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელი საშუალების გამოყენებით დავწიოთ მაღალი ტემპერატურა?

თავი აარიდეთ პანიკას, მშვიდად იყავით და გამოიყენეთ კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც სამკურნალო პრეპარატებს, ჰაერის პარამეტრებს, ასევე ჭარბ კვებას. ამასთანავე გახსოვდეთ ბოლო ორი პუნქტი არა ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი სიროფი ან აბი!

ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ბავშვებისათვის სიცხის დამწევ პრეპარატებს შორის პირველ რიგში არიან “პარაცეტამოლი” და “იბუპროფენი”. ამიტომაც გირჩევთ ისინი ყველას ოჯახში უნდა მოიპოვებოდეს. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კი სასურველია სიროფის ან რექტალური სანთელის გამოყენება.

სიროფი მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან 15-20 წუთის შემდეგ, თუმცა მის შემადგენლობაში მრავლადაა ქიმიური დანამატი, არომატიზატორი, მღებავი.

რაც შეეხება სანთლებს 40-50 წუთის შემდეგ იწყებენ მოქმედებას, თუმცა სიცხის დამწევი ეფექტი უფრო დიდ ხანს რჩება. ეს უკანასკნელი მეთოდი მართლაც შეუცვლია, როდესაც ბავშვს აწუხებს გულის რევა ან ღებინება, ამასთან მათი გამოყენება საჭიროა დეფეკაციის შემდეგ.

Facebook კომენტარები