აღარ გაიღვიძებთ დაღლილი და გაღიზიანებული! მეცნიერებმა დაადგინეს ძილისთვის საუკეთესო დრო!

3619

აღარ გაიღვიძებთ დაღლილი და გაღიზიანებული! მეცნიერებმა დაადგინეს ძილისთვის საუკეთესო დრო!

8-საათიანი ძილი არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს, თუ ამ შეცდომას გამუდმებით დაუშვებთ.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიღებული ენერგიისა და ძალის რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საათზე მიდიხარ დასაძინებლად და რომელ საათზე დგებით!

მრავალი წლის წინ, დიპაკ ჩოპრასთან ერთად ვმოგზაურობდი ქვეყნის გარშემო, აიურვედას კონსულტაციებს ვაძლევდი, როდესაც პაციენტი მომიახლოვდა და მითხრა, რომ ყოველ დილით იღვიძებს ძლიერი თავის ტკივილით. მე მას მცენარეული ნაყენი დავუნიშნე და 3 თვის შემდეგ, როცა ისევ იმავე ქალაქში გავდიოდი, აღმოვაჩინე, რომ ამ პაციენტს არანაირი დადებითი განვითარება არ ჰქონდა. ისევ მცენარეული ნაყენი დავუნიშნე, მაგრამ არაფერმა უშველა.

მსგავსი კონსულტაციები ტარდება მთელ ინდოეთში და გრძელდება არაუმეტეს 10-15 წუთისა. მივხვდი, რომ რაღაც გამომრჩა და ისევ იმავე ქალაქში დავბრუნდი. მე ვკითხე პაციენტს როდის იძინებს და როდის იღვიძებს. მისი თქმით, დილის 2 საათზე მიდის დასაძინებლად და 11 საათზე იღვიძებს.

ღმერთო, ვიფიქრე, მართლა ვცდებოდი. ამ ბიჭს მართლაც ყველაზე შეუფერებელ დროს ეძინა. ვუთხარი, რომ აეღო რაიმე მოსაწყენი წიგნი  – და დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაეწყო კითხვას, სანამ თვალები არ დაეღლებოდა, შემდეგ შუქი გამოერთო და ეცადა ჩაძინება.

ასევე ვუთხარი, რომ დილით ამდგარიყო, როგორც კი თვალებს გაახელდა, ვიდრე გადაბრუნებულიყო და დაეძინა, თუნდაც ეს დილის 5 საათი ყოფილიყო. ბოლოს კი ვთხოვე, ერთ კვირაში დამკავშირებოდა და მდგომარეობა გაეცნო ჩემთვის.

ორიოდე დღის შემდეგ მართლაც დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ვუთხარი და 10 წლის შემდეგ პირველად თავის ტკივილის გარეშე გაიღვიძა.

თქვენ როდის იძინებთ?

ავსტრალიელმა მკვლევარებმა ახლახან შეაფასეს 9-დან 16 წლამდე 2200 შემთხვევით შერჩეული ბავშვის ძილის ჩვევები. მათ ბავშვები ოთხ ჯგუფად დაყვეს:

ადრე ძილი / ადრე ადგომა
ადრე ძილი / გვიან ადგომა
გვიან ძილი /ადრე ადგომა
გვიან ძილი / გვიან ადგომა

ჩატარებულმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ ძილის დრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

შედეგების შედარება ადრე ჩაძინებულ/ადრე გაღვიძებულ მოზარდებსა და გვიან ჩაძინებულ/გვიან გაღვიძებულ მოზარდებს შორის:

– სხეულის მასის მაღალი ინდექსი (BMI)
– ჭარბი წონის ალბათობა 1,47-ჯერ მეტია
– სიმსუქნის ალბათობა 2,16-ჯერ მეტია
– 1,77-ჯერ უფრო მეტად მიდრეკილინი არიან პასიური ცხოვრების წესისკენ
– 2,92-ჯერ უფრო ხშირად ატარებენ დროს კომპიუტერის ეკრანებთან

დაუკვირდით საკუთარ თავს და სცადეთ დღესვე!

წარმოიდგინეთ, რომ შუაღამისას იძინებთ და დილის 10 საათზე იღვიძებთ. Როგორ იგრძნობდით თავს? სუსტად, დაღლილად, უგნებოდ?

ახლა წარმოიდგინეთ, რომ დაიძინებთ საღამოს 8 საათზე და იღვიძებთ დილის 6 საათზე. როგორ იგრძნობთ თავს? უფრო ენერგიულად და მოქნილად?

ორივე ძილის ციკლი გაგრძელდა 10 საათი, მაგრამ განსხვავება თქვენს შეგრძნებებში ძალიან განსხვავებული იქნება.

ძილის დრო შეიძლება დაუკავშირდეს თქვენს ცირკადულ საათს და ადვილად შეიცვალოს ღრმა, მსუბუქი და მშვიდი ძილის მისაღწევად.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

Facebook კომენტარები