ქლიავი და ფინიკი, როგორც მსხვილი ნაწლავის გამწმენდი!

2101

ქლიავი და ფინიკი, როგორც მსხვილი ნაწლავის გამწმენდი!

ნაწლავის არასრულმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი დისკომფორტი, შეშუპება და კუჭის ტკივილი. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რაც თქვენს სხეულში ხდება, საჭმლის მონელებიდან ნაწლავების მოძრაობის ჩათვლით, დამოკიდებულია თქვენს კვების ჩვევებზე.

თქვენსმა რეგულარულმა დიეტამ შეიძლება არ უზრუნველყოს თქვენი სხეულისთვის ყველა საჭირო საკვები ნივთიერება. შედეგად, თქვენი საჭმლის მონელება და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დაქვეითდება.

რა არის ნაწლავის არასრული მოძრაობის მიზეზი?

ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება მოიცავს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებასა და გამოდევნას. იმ შემთხვევაში, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა არ მუშაობს სწორად , ეს ტოქსიკური ნარჩენები დარჩება ნაწლავებში, რაც ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრს იწვევს.

ნაწლავებში ნივთიერებების არასწორი მოძრაობის ერთ-ერთი მიზეზი არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების არასწორი ფუნქციონირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სათანადო ფორმის განავლის გადატანის უნარში. ამიტომ, რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ მაინც ნაწლავების გაწმენდა, ასევე სწორი კვების დაცვა. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ არა მარტო ტოქსინებისა და ნარჩენების დაგროვებას თქვენს სხეულში, არამედ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებსაც.

როგორ უნდა გავათავისუფლოთ ნაწლავები ნარჩენებისგან?

იმისთვის, რომ მარტივად და უმტკივნეულოდ გაათავისუფლოთ თქვენი ნაწლავები ზედმეტი ნარჩენებისა და ნივთიერებებისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი ნარევი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. მისი გამოყენებიდან რამოდენიმე წუთში გექნებათ ნაწლავების სწორი მოქმედება.

ამ ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 150 გ ქლიავი
  • 5 ჭიქა ადუღებული წყალი
  • 150 გ ფინიკი

მომზადება:

ჩაასხით წყალი საშუალო ზომის ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაამატეთ ქლიავი და ფინიკი. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და დაელოდეთ გაგრილებას.

როგორ გამოვიყენოთ?

მიღებული ნარევის 1ს/კ მიირთვით ყოველ დილით უზმოზე. ეს არამარტო გააუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არამედ დაგეხმარებათ ყაბზობის მკურნალობაში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნარჩენების აღმოფხვრასა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იგი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, ამიტომ მას გვერდითი მოვლენები არ აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია