ასპირინის და თაფლის ფასდაუდებელი ნარევი, რომელიც მუხლების ტკივილს ნამდვილად შეგიმსუბუქებთ!

2986

ასპირინის და თაფლის ფასდაუდებელი ნარევი, რომელიც მუხლების ტკივილს ნამდვილად შეგიმსუბუქებთ!

მუხლის ტკივილი როგორც ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა აქტუალობას ნამდილად არასდროს არ კარგავს! ის გამოირჩევა საკმაოდ დისკომფორტული მდგომარეობით და უნდა ითქვას, რომ აუტანელი ტკივილითაც

ხოლო მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ბევრი რამ იყოს: როგორიცაა წარსულში მიღებული ტრავმა, ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, ჭარბი წონა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და ა.შ

თუმცა ერთი ეს ვიცით, რომ ასაკის მატებასათან ერთად პრობლემა უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს!

გამოცდილებას გაგიზიარებთ: დედაჩემს დაახლოებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საშინელი ტკივილები სტანჯავდა და ყოველდღიურად საკმაოდ ბევრ  სააფთიაქო პრეპარატებსაც იღებდა. მათი დახმარებით ტკივილი დროებით უყუჩდებოდა თუმცა ეს ეფექტი სამწუხაროდ ხანმოკლე იყო, დროის გასვლის შემდგომ ისევ იწყებოდა აუტანელი მდგომარეობა

ბევრი ძებნის და კითხვის შემდგომ კი სრულიად შემთხვევით ერთ ხალხურ რეცეპტს წააწყდა, მაშინვე გამოსცადა საკუთარ თავზე და მისი რეგულარული გამოყენებით მშვენიერი შედეგიც მიიღო

დღესდღეობით კი ამ გასაოცარი ნარევის დამსახურებით ტკიილებისგან სრულებით განთავისუფლდა! გვინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს რეცეპტი, იქნებ ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს როგორ ჩვენს ჩემთხვევაში

მუხლების გაძლიერება:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 10 აბი აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)
  • 200 გრამი ნატურალური თაფლი 

 მისი როგორც მომზადება, ასევე გამოყენებაც უმარტივესია:

თავდაპირველად დაფქვით ასპირინის ათივე აბი. მიღებული ფხვნილი დაუმატეთ 200 გრამ ნატურალურ თაფლს და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში

ამის შემდგომ უკვე ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში და დააყოვნეთ თბილ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.

პერიოდულად კი კარგად მოურიეთ.

ხოლო ღამღამობით სანამ დასაძინებლად წახვათ წაისვით ეს საშუალება მუხლზე სქელ ფენად და შემოიხვიეთ შალის ქსოვილი

გაითვალისწინეთ ისიც, რომ პროცედურის ჩატარებისას თქვენ შეიძლება შეგაწუხოთ წვის მსუბუქმა შეგრძნებამ, რაც სავსებით ნორმალურია ( თუ წვა საგრძნობლად აუტანელი არაა). ნარევს ვიტოვებთ სამოქმედოდ მთელი ღამით, ხოლო დილით, გაღვიძებისთანავე ვიშორებთ მას გრილი წყლით.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად ტკივილების სრულ გაქრობამდე. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები დიდხანს არ დააყოვნებს.

Facebook კომენტარები