Როგორ მოვიშოროთ ქერტლი სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად

1147

Როგორ მოვიშოროთ ქერტლი სახლის პირობებში სწრაფად და მარტივად

ეს არის მკურნალობის ძალიან მარტივი და იაფი მეთოდები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

Ქერტლის გამომწვევი მრავალი განსხვავებული მიზეზი არსებობს:

  • ძლიერი ნერვული გადაძაბვა და ხშირი სტრესი;
  • არასწორი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • თმის არასწორი მოვლა;
  • სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • გენეტიკური განწყობა.

არსებობს ქერტლის რამდენიმე სახეობა. სწორი, წარმატებული მკურნალობისთვის სახეობის განსაზღვრა აუცილებელია.

ამრიგად, ქერტლი შეიძლება იყოს

  • ცხიმიანი;
  • მშრალი;
  • შერეული.

როგორ ვუმკურნალოთ ქერტლს

უნდა დავიწყოთ ცხოვრების წესის კორექციით.

  • პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბალანსებული და სწორი კვება;
  • მეორე - რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე;
  • მესამე - ფიზიკურად მეტად ვიაქტიუროთ;
  • მეოთხე - სწორად მოვუაროთ თმას. უარი ვთქვათ ცხელი წყლით დაბანაზე, ცხელი ჰაერით გაშრობაზე და ვარცხნილობის დასაყენებელ საშუალებებზე.

Ვაშლის  ძმარი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ვაშლის ძმარი და თბილი წყალი. დაასხით ნარევი მშრალ თმაზე, დარწმუნდით, რომ მთლიანად დაასველეთ სკალპი. ნარევი შეიზილეთ თავის სკალპში რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ წყლით.

უცხო სუნელი:

მის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას და ათავისუფლებს ქერტლს. 2 სუფრის კოვზი უცხო სუნელის თესლი დაალბეთ წყალში ღამით. დილით გადაწურეთ წყალი, ჩაჭყლიტეთ და  წაისვით პასტა თმაზე 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

სოდა:

აურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალში. წაისვით თმაზე და გამოიყენეთ შამპუნის სახით. რამდენიმე დღეში გაუმჯობესება უნდა შენიშნოთ.

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია