ფაღარათი გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, აუცილებლად გაეცანით მას

665
ფაღარათი გაქვთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, აუცილებლად გაეცანით მას

ფაღარათი ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესული მდგომარეობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ ამ დროს ორგანიზმიდან ვკარგავთ ყველა ვიტამინსა თუ სასარგებლო ნივთიერებას და ნელ-ნელა ორგანიზმიც იფიტება

მის სამკურნალოდ არა ერთი ხალხური რეცეპტი არსებობს, თუმცა საინტერესოა რამდენადაა ცნობილი ეს უკანასკნეი თქვენთვის?:

დღეს სწორედ ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას გიზიარებთ: აიღეთ 3 სადილის კოვზი ჟოლოს ნაყოფი ან ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. დალიეთ დღეში 4-ჯერ 1/2-1/2
ჭიქა.

ხოლო მოზრდილებისა და ბავშვებისათვის (5 წლის ზემოთ)ფაღარათის საწინააღმდეგოდ
რეკომენდებულია დაფქვილი „კუტი კულას“ — ქათმის კუჭის შიგნითა გარსის მიღება.

ამისათვის, სასურველია, გარსი წინასწარ გქონდეთ მომზადებული. ის ნაზად უნდა
მოაცილოთ ქათმის კუჭს, კარგად გარეცხოთ და გააშროთ (გაახმოთ). გამოყენების წინ
ქვასანაყში დანაყოთ და ფხვნილის სახით მიიღოთ 2-ჯერ დღეში თბილი წყლის მიყოლებით.

ასევე სასურველია ოჯახში გქონდეთ წინასწარ მომზადებული შოთხვის ნაყენი, რომელსაც ფაღარათის დროს გამოიყენებთ.

აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შოთხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. ხოლო უშუალოდ ფაღარათის დროს მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.

სასარგებლოა მოცვის ნაყენის მიღებაც. მოცვის ნაყოფს უნდა დაასხათ მდუღარე
წყალი, ცოტა ხანს გააჩეროთ ჩაის ნაყენის მსგავსად და შემდეგ მიირთვათ.

– კარგი საშუალებაა ფაღარათის დროს ცირცელის ახალგამოწურული წვენიც — მიღების წესი დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა.

მუხის ქერქის ნაყენი მხოლოდ მოზრდილებისთვის (ბავშვებს ნუ დაალევინებთ) აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიირთვით ყლუპ- ყლუპად.

ამ რეცეპტებიდან ერთი მაინც რომ გამოსცადოთ საკუთარ თავზე დაგვერწმუნეთ “პრობლემაც” მოგვარებული იქნება!

Facebook კომენტარები