ხშირად გსმენიათ ფიჭვის მტვრის სასარგებლო თვისებებზე? გიზიარებთ მისი გამოყენების რეცეპტებს. .
სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი კი შემდეგია:
- ფიჭვის მტვერი საოცრად აძლიერებს იმუნიტეტს, არის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება, არელიგურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას
- ამავდროულად აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას რის შედეგადაც კლებულობს ჭარბი წონა, არის ძლიერი ადაპტოგენი – ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს ბუნებრივ და ფიზიკურ დავტვირთვებს
– ებრძვის ტუბერკულოზის ჩხირებს და ქრონიკულ ბრონქიტს, აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს თმების მდგომარეობას
– შეუცვლელია რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ
– სისხლში ამცირებს უარყოფითი ქოლესტერინის დონეს და ა.შ
ეს ყველაფერი კი იქიდან გამომდინარეობს, რომ პროდუქტს საოცარი შემადგენლობა აქვს:
ფიჭვის მტვერი მდიდარია 30–მდე მიკრო და მაკრტო ელემენტებით როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, სილიციუმი,სპილენი, თუთია, სელენი, მარგანეცი, მოლიბდენი და ა. შ.
ასევე შეიცავს: ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს და A, D3, E, B1, B2, B3, B5, B6, C ვიტამინებს.
ფიჭვის მტვერი გარდა ხალხური მედიცინისა, თანამედროვე მედიცინაშიც აქტიურად გამოიყენება. მას ბიოაქტიურ დანამატად იყენებენ და ასევე ზოგი მედიკამენტის გვერდითი ეფექტების გასანეიტრალებლად.
ხალხურ მედიცინაში მტვერი სუფთა სახით გამოიყენება. მას სპირტზე აყენებენ, შემდეგ მდუღარე წყალში ხარშავენ და ურევენ ცხელ რძეს ან კარაქს.
სწორედ დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე სასარგებლო რეცეპტს, რომელსაც სახლშიც დაამზადებთ.
რეცეპტი ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად და მადის გასაუმჯობესებელად:
60 გრ. სუფთა თაფლს გაურიეთ 3 ს.კ. ფიჭვის მტვერი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რეცეპტი ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ:
100 მლ რძეში ჩაყარეთ 0,5 გრ. ფიჭვის მტვერი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. უნდა ჩაიტაროთ 2 თვიანი კურსი და შემდეგ 2 კვირა შეისვენოთ.
ფიჭვის მტვრის შეძენა შესაძლებელია როგორც აფთიაქებში, ასევე კერძო პირებისგან. ხოლო სეზონზე თქვენ თავადვე შეგიძლიათ მტვრის შეგროვება!