ვაზელინის 10 გამოყენება, რომელთა შესახებაც შეიძლება აქამდე საერთოდ არ იცოდით!

944

ვაზელინის 10 გამოყენება, რომელთა შესახებაც შეიძლება აქამდე საერთოდ არ იცოდით!

ამ მარტივ საშუალებას ასობით გამოყენება აქვს! გაეცანით 10 ყველაზე პოპულარულ მეთოდს, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს მათი ეფექტურობა!

გსურთ იცოდეთ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზელინი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის? ამ მარტივ საშუალებას ასობით გამოყენება აქვს! გაეცანით 10 ყველაზე პოპულარულს, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს მათი ეფექტურობა!

ვაზელინი - ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი საშუალება - გამოიგონა ჯერ კიდევ 1878 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა რობერტ ჩესბრომ. მანვე საკუთარ თავზე გამოსცადა ვაზელინი, აღმოაჩინა მისი საოცარი თვისებები - ის კურნავს ბზარებს და დამწვრობას, ატენიანებს და არბილებს კანს. თუმცა, ეს არ არის მისი შესაძლებლობების სრული სია!

როგორ და რატომ შეიძლება ვაზელინის გამოყენება? ახლა მოდით ვისაუბროთ მისი კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოყენების ყველა გზაზე:

1. ტუჩები: ვაზელინი შესანიშნავი ტუჩის დამატენიანებელია და შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეხვდეთ ნებისმიერ ამინდს, რომელსაც შეუძლია ტუჩების გამოშრობა

2. კანი: ვაზელინი კარგი დამცავია კანისთვის თმის საღებავის წასმისას – მისი გამოყენება შესაძლებელია კანზე ლაქების თავიდან ასაცილებლად.

3. წარბები: ვაზელინი შესანიშნავი ფიქსატორია სქელი და დაუმორჩილებელი წარბებისთვის. თითოეულ წარბზე ფუნჯით წაისვით ცოტაოდენი ვაზელინი და მათი ფორმა მთელი დღე გაგრძელდება.

4. წამწამები: გრძელი და სქელი წამწამებისთვის წაისვით მცირე რაოდენობით ვაზელინი და გაიჩერეთ მთელი  ღამით .

5. ქერტლი: ვაზელინი ქერტლის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. თმის დაბანის შემდეგ, ნახევარი საათის შემდეგ, მცირე რაოდენობით ვაზელინი წაისვით თავის კანზე. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში და მალე სკალპი სრულიად გაიწმინდება ქერტლისგან

6. დამატენიანებელი:

როგორც სახის დამატენიანებელი, ვაზელინი სასწაულია. თუ თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც იღვიძებს შეშუპებული თვალებით და ამის გამო მთელი დღე დაღლილად გამოიყურება, სცადეთ ვაზელინის თხელი ფენა წაისვათ სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამით, შემდეგში განსხვავებას უდაოდ შეამჩნევთ

7. მაკიაჟი: ვაზელინი იდეალურია მაკიაჟის მოსაშორებლად და ამავდროულად ატენიანებს კანს.

8. თმის ბოლოები:

თუ თქვენი თმის ბოლოები მშრალი და სუსტია, წაისვით მათზე მცირე რაოდენობით ვაზელინი, მაგალითად, ყოველ 3 დღეში ერთხელ.

9. ფეხები: წაისვით ვაზელინი ღამით და თქვენი ქუსლები რბილი და ლამაზი გახდება.

10. ფრჩხილები:

იმისთვის, რომ ფრჩხილებზე ლაქის წასმისა კანი არ შეღებოთ, წაისვით ცოტაოდენი ვაზელინი ფრჩხილის კიდეზე, რათა ზედმეტი ლაქი კანიდან მარტივად მოიშოროთ

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია