ამ მალამოს ფეხებზე წასმა დაგეხმარებათ სწრაფად მოიცილოთ ხველა!

657

ამ მალამოს ფეხებზე წასმა დაგეხმარებათ სწრაფად მოიცილოთ ხველა!

დადასტურებული საშუალებაა!

თუ ხველა ან ხიხინი გაწუხებთ, შეიძლება დაგჭირდეთ Vicks Vaporab მალამო ტკივილის შესამსუბუქებლად. ზოგადად ალბათ შეიზილეთ მკერდზე გრიპის და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ.

თუმცა, ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ ეს პოპულარული მალამო რეალურად უკეთ მუშაობს ამ ტექნიკით. იმის მაგივრად, რომ მკერდზე წაისვათ, ის ფეხის ძირებზე უნდა შეიზილოთ.

რამდენად მართალია ეს?

ხველის სამკურნალოდ Vicks-ის გამოყენების ეს არაორდინალური გზა ასევე მოითხოვს, რომ ჩაიცვათ წინდები მალამოს ფეხებზე წასმის შემდეგ.

ამ მეთოდის მომხრეების აზრით კი ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ ძილის წინ.

და მაინც მთავარი კითხვაა როგორ მოქმედებს ეს ყოველივე? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იფიცება, რომ ეს მეთოდი ნამდვილად  მუშაობს, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ეს მეთოდი ეფექტურია თუ არა. ესაა უბრალოდ ტრადიციული, ხალხის მიერ ნაცადი მეთოდი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია და არა ერთი ერთგული მომხმარებელიც ჰყავს

სინამდვილეში, ეს რჩევა მენთოლის კრემის ფეხებზე წასმისა და ძილის წინ წინდების ჩაცმის შესახებ ონლაინ სამყაროში 2007 წლის მარტში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი უარყოფს ამ პრაქტიკას, ბევრს მიაჩნია, რომ ეს მართლაც საშინაო საშუალებაა ხველის წინააღდმეგ. ის კარგად მუშაობს მცირეწლოვან ბავშვებთანაც.

რაც შეეხება ექსპერტებს? დოქტორი ლინ ჯორდანი, ფსიქოლოგი, ეთანხმება, რომ ამ არატრადიციულმა მეთოდმა შეიძლება რეალურად იმუშაოს ზოგიერთ ადამიანზე იმის გამო, რომ მას შეუძლია შეამციროს სტრესი. როდესაც ხველების მქონე ადამიანში სტრესი მცირდება, დისკომფორტიც შეიძლება შემცირდეს. მაგრამ თუ თქვენი შვილი უკვე რამდენიმე დღეა ახველებს, ამ მალამოს მთლიანად არ უნდა დაეყრდნოთ.

ხველა შეიძლება ჯანმრთელობის კიდევ უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ პედიატრთან კონსულტაცია, რათა დადგინდეს რეალური პრობლემა.

არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხებს:

– ხველა, რომელიც გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს, რომელსაც თან ახლავს ცხელება.
– სველი ხველა
– გაძნელებული სუნთქვა
– როდესაც ხველა არღვევს ძილს და სხვა აქტივობების შესრულებას
– ხველა, რომელიც ართულებს ყლაპვას, სხვა პრობლემებთან ერთად, როგორიცაა დაღლილობა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა შეიძლება თქვას, რომ ვიქსის ფეხებზე წასმა შეიძლება უბრალოდ პლაცებო ეფექტი იყოს, მის მომხრეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს, ამიტომაც სცადეთ, ამით არაფერს არ კარგავთ. პირიქით მეთოდმა თქვენზეც შესაძლოა დადებითი ეფექტი მოახდინოს!

Facebook კომენტარები