თუ თქვენც გაწუხებთ მსგავსი გამონაყარი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ამ საკვების მიღება!
Შენიშვნა!
გლუტენი პროტეინის მდიდარი წყაროა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მისი შემცველი საკვებით ან როგორც დაბალცილიანი საკვების დანამატი.
ის დიდი რაოდენობით გვხვდება ხორბალში და მსგავს მარცვლეულში, როგორიცაა ჭვავი და ქერი. მარცვლეულის, მაკარონის, პურის, სალათის სოუსისა და სუპების უმეტესობა შეიცავს ხორბალს. ქერი ჩვეულებრივ გვხვდება ალაოს და ლუდის შემცველ პროდუქტებში. ხოლო ჭვავი გვხვდება ჭვავის ლუდში, ჭვავის პურსა და ზოგიერთ მარცვლეულში.
ხალხი სულ უფრო და უფრო აცნობიერებს გლუტენის გვერდით ეფექტებს:
ამ სტატიაშიც სწორედ ჩვენ გამოვყოფთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებს გლუტენის შეუწყნარებლობის არსებობაზე.
A ვიტამინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიგნალი ეგრეთ წოდებული „ბატი“ ხელის უკანა მხარეა (Keratosis pilaris). მცირე ზომის გამონაყარი რომელიც ვიზუალურად საკმაოდ არასასიამოვნოდ მიიჩნევა თავად პაციენტისთვისაც. ეს ჩვეულებრივ ხდება საჭმლის მომნელებელ ორგანოში საკვების ცუდი შეწოვის გამო, რაც გლუტენის შეუწყნარებლობის შედეგია.
ასევე გლუტენის შეუწყნარებლობის ნიშნებია საჭმლის მომნელებელი პრობლემები, მათ შორის დიარეა, გაზები, შებერილობა და ყაბზობაც კი, ასევე თუ შეგინიშნავთ გლუტენის მირთმევის შემდეგ დაღლილობისა შეგრძნება.
ჰორმონალური დარღვევები, მათ შორის PMS და უნაყოფობა, შაკიკი და თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაუწონასწორებლობა და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები.
განწყობის ხშირი ცვლილებები: შფოთვა, დეპრესია, ჰიპოაქტიური აშლილობა, განწყობის დრამატული და მუდმივი ცვლილებები, მათ შორის კი შეშუპება, ტკივილი ან ანთება მუხლებსა და თეძოებზე
Შენიშვნა: სასურველია ეწვიოთ ექიმს თუ ზემოთ აღნიშნული რომელიმე მდგომარეობას მაინც უჩივით, მასთა გადაამოწმებთ მდგომარეობას და დაგენიშნებათ შესაბამისი კვებითი რაციონი