ნატურალური რეცეპტები ხელის კანისთვის. დაუბრუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდობა

2618

ნატურალური რეცეპტები ხელის კანისთვის. დაუბრუნეთ თქვენს კანს ახალგაზრდობა

გარე ფაქტორები, განსაკუთრებით წყალი და მასში გახსნილი მარილები, უფრო მეტად მოქმედებს ხელის კანზე, ვიდრე სახის კანზე, ამიტომ  ხელები არანაკლებ მოვლას საჭიროებს. 

 რჩევები რბილი კანისთვის

ხელის აბაზანა რძით და ზეითუნის ზეთით

ხელის აბაზანას შეუძლია გააძლიეროს მშრალი და დაბზარული კანი. მისი მომზადება შეგიძლიათ სახლში. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ 

  • 1 ლიტრი რძე
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი( ან გვირილის ჩაის პაკეთი)

დიდ თასში ჩაასხით წინასწარ გამთბარი რძე და დაამატეთ ზეითუნის ზეთი. 10 წუთის განმავლობაში ხელები ჩააწყეთ მასში.ეს არა მარტო ამშვიდებს დაძაბულ კანს, არამედ აძლიერებს ფრჩხილებს.

ხელის ნიღაბი  თაფლითა და შაქრით

ხელთათმანების ნიღბები და პილინგი ასევე გვპირდება ხავერდოვან რბილ ხელებს. ისინი ხელს უწყობენ ხელის გაუხეშებული კანის მოცილებას და ამით ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუკეთოთ პილინგი საკუთარ თავს.  თაფლისა და შაქრის გამოყენებით შეგიძლიათ არაჩვეულებრივი  ხელის ნიღაბი დაამზადოთ სახლის პირობებში. 

თაფლი ხდის კანს განსაკუთრებით ნაზს და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ხელის ნიღაბი ყავის ნალექით

გამხმარი ყავის ნალექი კიდევ ერთი ვარიანტია. აურიეთ დაახლოებით

  •  ექვსი სუფრის კოვზი ყავის ნალექი
  • სამი სუფრის კოვზი შაქარი 
  • და ცოტაოდენი ზეთი. 

შემდეგ გულუხვად წაისვით ხელებზე და გააჩერეთ ათი წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 

დადებითი გვერდითი მოვლენა: პილინგში შემავალი კოფეინი ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

  • ახალი ხილი და ბოსტნეული და საკმარისი წყალი

ამ სილამაზის ხრიკების გარდა, სწორი კვება კანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, ვიტამინები აწვდიან კანს ენერგიას, რაც მას სჭირდება, რომ არ გახდეს მყიფე. კერძოდ, ახალი ხილი, ასევე ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, წიწაკა ან პომიდორი, ნამდვილ ენერგიის მომცემ საკვებად ითვლება. ასევე მნიშვნელოვანია სითხის სწორი მიწოდება. კანისა და ხელების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, დღეში მინიმუმ ორი ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია