კალანჰოე, მცენარე რომელიც დამწვრობის დროს ეფექტურად დაგეხმარებათ! აი როგორ უნდა გამოიყენოთ იგი. .
"მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ. გასულ ზაფხულს ფეხი დავიწვი, გამიჩნდა ბუშტუკები, რომლებიც ჩემივე გაუფრთხილებლობით გავიხეთქე. როგორც ჩანს, ინფექცია შემეჭრა იმ ადგილას ფეხი შემიწითლდა და დამისივდა , სიარული მიჭირდა. თან სიწითლე სულ უფრო ფართოვდებოდა.
ძალიან შემეშინდა. სოფელში ვცხოვრობ და მოხუცი ადამიანისთვის ექიმთან მისვლა არც ისე ადვილია. მეზობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. ერთმა მეზობელმა, რომელიც სამკურნალო მცენარეებს ამრავლებს, მომიტანა ქოთნით კალანჰოე და მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა: მცენარეს რამდენიმე ფოთოლი მოვატეხე, კარგად გავრეცხე ცივი წყლით, ავაძვრე თხელი ფენა, დავიდე შესივებულ ადგილზე და შევიხვიე.
სიწითლე და შეშუპება ჩამიცხრა, ჭრილობიდან გამონადენიც შეწყდა — კალანჰოემ თითქოს ყველაფერი გამოიტანა ფეხიდან. გაოცებული დავრჩი ასეთი ეფექტით. ამ ყველაფრის შემდეგ კალანჰოე საკუთარ სახლში მეც მოვამრავლე და ამ მცენარეს ყოველთვის ვიყენებ კანის ინფექციების, ჭრილობების, დაჩირქებული უბნების სამკურნალოდ. სხვებსაც ვეხმარები თუ ვინმეს მსგავსი პრობლემები აქვს.
ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა კალანჰოეს ახალგამოწურული წვენის ჩაწვეთება ცხვირში სურდოს და გრიპის დროს. ექიმის კომენტარი: კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს პოლისაქარიდებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და ფლავონოიდებს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევისას დადგინდა, რომ კალანჰოეს წვენი ტოქსიკური არ არის, ხელს უწყობს თერმული დამწვრობების და ჭრილობების შეხორცებას, თრგუნავს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას და ამუხრუჭებს ანთების ექსუდაციური ფაზის განვითარებას
ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით კალანჰოეს წვენი რეკომენდებულია გარეგანი ხმარებისთვის კანის დამწვრობითი და ანთებითი პათოლოგიების დროს. კალანჰოეს წვენს წარმატებით იყენებენ ქირურგიულ პრაქტიკაში წვივის ტროფიკული წყლულების, ირქოვან-ნეკროზული პროცესების ნაწოლების სამკურნალოდ; აგრეთვე სტომატოლოგიაში — პაროდონტოზების, გინგივიტების, აფთოზური სტომატიტიების დროს.
წყარო: კარაბადინი