ვიშორებთ კბილის ქვას და ვითეთრებთ კბილებს ამ ძლიერი საშუალების გამოყენებით!

1083

ვიშორებთ კბილის ქვას და ვითეთრებთ კბილებს ამ ძლიერი საშუალების გამოყენებით!

დღევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ ყველასთვის საჭირბოროტო საკითხის მარტივად გადაჭრის მეთოდი! რა დაგჭირდებათ კბილების გასათეთრებლად და გასაწმენდად, დაგვერწმუნეთ შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს და რაც არანაკლებ მთავარია მის მოსამზადებლად გამოიყენება ნატურალური პროდუქტები მავნე ქიმიკატების გარეშე. ამ ნატურალურ პროდუქტებს ნაყიდ კბილის პასტებსა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებებში ხშირად იყენებენ.

ნატრიუმის ბიკარბონატი ნატურალურ თერაპიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით ღრძილების, კბილების, ყელის და კანის პრობლემების სამკურნალოდ.

ზღვის მარილი კი ვირუსების, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგოდ ძლიერი საშუალებაა. ის ღრძილებს აჯანსაღებს , კბილის ქვას სწრაფად აქრობს,ჭრილობებს კურნავს და კბილებს სიყვითლეს აშორებს.ხალხური საშუალების შემადგენლობაში ქოქოსის ზეთიც შედის. მას ბევრ კოსმეტიკურ პროცედურასა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის იყენებენ. მისი რეგულარული გამოყენება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ახდენს.

გირჩევთ კბილის პასტა ქოქოსის ზეთით გამოიყენოთ. გარდა იმისა, რომ სრულად ნატურალური საშუალებაა, რაც  ფთორიდის მავნე გავლენას თავიდან აგაცილებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ქოქოსის ზეთი, 4 ს/კ ნატრიუმის ბიკარბონატი (აფთიაქში შეიძინეთ)
  • 2 წვეთი გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი (სურვილის მიხედვით)
  • 8-12 წვეთი ეთერზეთი თქვენი არჩევანით, სტევიას ფხვნილი გემოს დასატკბობად (სურვილის მიხედვით)
  • 1 ს/კ დაქუცმაცებული ზღვის მარილი ან ჰიმალაის მარილი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თავსახურიან კონტეინერში შეინახეთ!

ასევე პირის ღრუში შეგიძლიათ წყალში გაზავებული წყალბადის ზეჟანგი გამოივლოთ, რომ მათეთრებელი ეფექტი მიიღოთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მხოლოდ წყალში გაზავებული!!

ასევე რეკომენდებულია, გამოიყენოთ მიხაკის, ლიმონის,ლაიმის, პიტნის, დარიჩინის, ევკალიპტის, როზმარინის და ფორთოხლის ეთერზეთები. ისინი შიგნით მისაღებად უსაფრთხოა. ეთერზეთებს ანტივირუსული, ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკური მოქმედება აქვთ.

Facebook კომენტარები