ტრადიციული ნარევი, რომელიც დაავადება "წითელი ქარის" დროს მყისიერად დაგეხმარებათ!
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ერთ ერთი მკითხველის გამოცდილება, თუ როგორ უმკურნალა მან საკუთარ თავს ხალხური მედიცინის გამოყენებით:
" მაწუხებს წითელი ქარი. კოჭების ზემოთ ზამთარ-ზაფხულ მუდმივად მაყრია წითელი ლაქები, ფეხებიც შესიებული მაქვს. ტკივილები არ მაწუხებს, მაგრამ ორჯერ მქონდა ანთება მაღალი სიცხით და ძლიერი ტკივილით.
ანთებითი პროცესის დროს მასწავლეს მალამო, რომელმაც კარგი შედეგი მომცა:
100 გ ნატურალური თაფლი, 100 გ ზეითუნის ზეთი, 40 აბი სტრეპტოციდი (დაფქული) შეურიეთ ერთმანეთს, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე. გარდა ამისა, ძალიან ვუვლი ფეხებს — ვცდილობ, ინფექცია არ შემეჭრას."ექიმის კომენტარი: წითელი ქარი მწვავე სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. ახასიათებს ლორწოვანი გარსების და კანის კეროვანი ანთება, შემოფარგლული, ცხელება (ტემპერატურული რეაქცია) და ინტოქსიკაცია. დაავადება ვითარდება დაზიანებულ ლორწოვანში და კანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად. შესაძლებელია, აგრეთვე, ორგანიზმში არსებული სტრეპტოკოკული ინფექციის კერიდან მიკრობის გავრცელება ლიმფის გზით ან სისხლით.
დაავადების განვითარების მექანიზმში ინფიცირებასთან ერთად წამყვანი ადგილი უკავია თირკმელზედა ჯირკვლის მარეგულირებელი სისტემის მოშლას და ალერგიულ ფაქტორს (სისხლში ჰისტამინის რაოდენობის ზრდას), ამიტომ მკურნალობა კომპლექსურად უნდა წარიმართოს ჰორმონების, ანტიბიოტიკების, არასპეციფიკური მასტიმულირებელი პრეპარატების და ფიზიოთერაპიული პროცედურების გამოყენებით.
მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტით მომზადებული მალამო, მასში შემავალი კომპონენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიანთებითი საშუალებაა, მაგრამ მისი ეფექტი მხოლოდ ადგილობრივი იქნება. ხოლო თუ პროცესი ხშირად მეორდება, ზოგად თერაპიასთან ერთად ადგილობრივ მკურნალობაც იქნება საჭირო. ამიტომ გირჩევთ, ინფექციონისტს მიმართოთ.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ!
წყარო: კარაბადინი