ეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოდევნაში

1615

ეს ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები დაგეხმარებათ ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან კენჭების უმტკივნეულოდ გამოდევნაში

ამ ყველაფრისთვის კი უბრალოდ საჭიროა: 1. 1 ჩ/ჭ დაკეპილი მზესუმზირის ფესვები 3-5 წუთი ადუღეთ 3 ლ წყალში. გადაწურული ნახარში სვით 3 დღე. გამოყენებული ფესვები არ გადაყაროთ — შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე, შემდეგ ხელახლა დაასხით 3 ლ წყალი და ისევ ადუღეთ, მაგრამ ამჯერად 10 წუთი. ასევე გააკეთეთ მესამედაც, თუმცა ამჯერად ფესვები 15 წუთი ადუღეთ. დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დალიოთ 3-დან 6 ჭიქამდე ნახარში (იმის მიხედვით, რა სახის კენჭები გაქვთ).

2. თავდაპირველად კარგად გარეცხილ, გათლილ და წვრილად დაჭრილ 2 დიდ თავ ჭარხალს დაასხით 3 ლ ცივი წყალი და თავდახურული დადგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ამის შემდგომ ცეცხლს დაუწიეთ ისე, რომ წყალმა დუღილი არ შეწყვიტოს. დაახლოებით 5 საათის დუღილის შემდეგ მიიღებთ ბლანტ წვენს. ნახარში გადაწურეთ ქილაში, ჭარხალი გახეხეთ, დოლბანდში კარგად გაწურეთ და დაუმატეთ ნახარშს. წვენი უნდა შეინახოთ მაცივარში და სვათ ოდნავ შემთბარი, 50-50 გ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ანდა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ.

ამ ორი საშუალების კომბინაცია ერთად სასწაულებს ახდენს. ვისაც ვასწავლე, ოპერაციასაც კი გადაურჩა. თქვენც იმავეს გისურვებთ.”

ექიმის კომენტარი: მზესუმზირის თესლი მდიდარია ზეთით, ცილებით, ნახ- შირწყლებით, ფიტინით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. მზესუმზირის როგორც ღერო, ასევე მისი ყვავილედიც კი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მარეგულირებელი მოქმედებით ხასიათდება, ამავდროულად, აწესრიგებს ნაწლავურ ფლორასაც. ყვავილის ფურცლების სპირტიან ნაყენს იყენებენ  მადის მოსაყვანად და მალარიის სამკურნალოდ. თუმცა ფესვების სამკურნალო თვისებების შესახებ ფარმაკოპეაში მონაცემები არ არის. ჭარხალი შეიცავს ცილებს, უჯრედისს, შაქრებს, ცხიმებს, საღებავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს), ასკორბინის მჟავას, B1, B2, P, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ბეტაინს.

ჭარხლის ყველა ნაწილი გამოიყენება საკვებად. იგი სამკურნალო-დიეტური თვისებების წყალობით ბევრი დაავადების დროს ინიშნება საკვებ რაციონში. ორგანული მჟავები და უჯრედისი ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და კუჭის სეკრეციას, რაც სპაზმური კოლიტების დროს დადებით შედეგს იძლევა. ხოლო რკინის და ვიტამინების სიუხვის გამო ჭარხლის მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიების დროს. ჭარხალი კარგია მათთვის, ვისაც აწუხებს თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარხალში შემავალი კალიუმი ანტიარითმიული მოქმედებისაა, მაგნიუმი — წნევის დამწევია, იოდი — დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები