გრიპისგან თავის დაღწევაში უკვე წლებია ეფექტურად მეხმარება ხახვი! აი როგორ ვამზადებ მას

1771

გრიპისგან თავის დაღწევაში უკვე წლებია ეფექტურად მეხმარება ხახვი! აი როგორ ვამზადებ მას

"ჩემს პატარებს ზამთრობით ხშირად ემართებოდათ ხოლმე გრიპი. მისგან თავის დაღწევაში ხახვი მეხმარება. რა თქმა უნდა, სუფთა სახით ხახვს ბავშვები არ ჭამენ, მაგრამ მისგან მომზადებულ ტკბილ წამალს სიამოვნებით მიირთმევენ:

500 გ გაფცქვნილი ხახვი დაკეპეთ, დაუმატეთ 50 გ თაფლი და 40 გ შაქარი, დაასხით 1 ლ წყალი და წყლის ორთქლზე 3 სთ ხარშეთ. ხახვი მთლიანად გაიქნება. მიღებული ხსნარი ჩაასხით ბოთლში, დაახურეთ სახურავი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო დესერტის კოვზით 3-5-ჯერ დღეში. მიღება უნდა დავიწყოთ პროფილაქტიკის მიზნითაც. გარწმუნებთ, უკეთესი საშუალება გრიპისგან და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად, არ მეგულება.

ექიმის კომენტარი: დღეს მედიცინას მოეპოვება უამრავი ანტივირუსული თუ იმუნომასტიმულირებელი საშუალება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათი გამოყენება ბავშვებში შეზღუდულია. წამალი მით უფრო ღირებულია, რაც ნაკლები გვერდითი მოქმედება და გართულება ახასიათებს. ამ მხრივ, რაღა თქმა უნდა, შეუდარებელია ბუნებრივი, კვებითი პროდუქტებისაგან მომზადებული სამკურნალო საშუალებები. ხახვის ანტისეპტიკურ, ანტიანთებით, ანტიბაქტერიულ თვისებებზე არაერთხელ გვისაუბრია. ასევე უნიკალური ანტიანთებითი და იმუნომოდულატორული (იმუნიტეტის მომწესრიგებელი) თვისებები აქვს თაფლს. მათი კომბინაცია უდავოდ კარგ ეფექტს მოგვცემს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წამალი უნდა იხარშოს არა ცეცხლზე, არამედ წყლის ორთქლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ისეთი ეფექტიანი აღარ იქნება, რადგან თაფლიცა და ხახვიც თვისებებს დაკარგავს, ხოლო შაქარი ხანგრძლივი ხარშვისას მავნე თვისებასაც იძენს. მიღებული წამალი მიეცით ბავშვს ჭამის შემდეგ, რათა არ გაუღიზიანოს კუჭ-ნაწლავი. დაუდევრობის ბრალია, რომ არ ვიყენებთ მატიტელას გრიპებისა და პნევმონიის სამკურნალოდ. ერთ-ერთ ფიტოთერაპიულ სახელმძღვანელოში წერია: „მატიტელა ეფექტურია გაციებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტის, პნევმონიის, პლე ვრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს. მისი გამოყენება კი არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთების დროს“.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია