ვალერიანის და შავბალახას ნაყენი მართლაც გასაოცარ შედეგებს იძლევა ჯანმრთელობისთვის!! აუცილებლად სცადეთ თქვენც

1198

ვალერიანის და შავბალახას ნაყენი მართლაც გასაოცარ შედეგებს იძლევა ჯანმრთელობისთვის!! აუცილებლად სცადეთ თქვენც

ახალგაზრდობაში ამინდის ცვალებადობას ყურადღებას არ ვაქცევდი, არც ხასიათის მკვეთრ შეცვლას, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ჩემი ორგანიზმიც მკვეთრად რეაგირებს ამინდზე; თავს სუსტად ვგრძნობ, მერღვევა ძილი უძილობა ზოგჯერ რამდენიმე დღესაც კი გრძელდება და მერე ეს, რა თქმა უნდა, მთელ ორგანიზმზე აისახება.

ერთი კეთილი ქალბატონის რჩევით, ძილის წინ ვალერიანის (კატაბალახას) და შავბალახას ნაყენებს მონაცვლეობით ვსვამდი და სხვაგვარადაც ვიყენებდი. როცა არ გეძინებათ და თავში ათასგვარი ფიქრი გიტრიალებთ, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ტაშტში ჩაასხით ცხელი წყალი და მასში გახსენით 30 მლ ვალერიანის ან შავბალახას ნაყენი, ჩაყავით შიგ ფეხები. როცა წყალი შეგრილდება, მაშინვე წადით დასაძინებლად. ასეთი პროცედურის შემდეგ დილამდე ძალიან მშვიდად მძინავს. თანაც კარგად გამოძინებული, საკმაოდ მხნედ ვგრძნობ თავს. ვისაც უძილობა და ნევროზი აწუხებს, ვურჩევ, გამოიყენოს ჩემი რეცეპტები.ექიმის კომენტარი: კატაბალახასა და შავბალახას კომბინაცია მართლაც კარგ შედეგს იძლევა მსუბუქი ფორმის ნევროზების მკურნალობისას. კატაბალახა ფართოდ გამოიყენება მსუბუქი ნევრასთენიების, ფსიქასთენიების, კლიმაქსური ნევროზების, ვეგეტონევროზების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზების დროს, აგრეთვე სტენოკარდიისა და ჰიპერტენზიის საწყის ეტაპზე, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების შემთხვევაში, ნაწლავთა სპაზმებისას. კატაბალახას პრეპარატები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, დამამშვიდებელი მოქმედება თანდათანობით ვლინდება, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია. ადამიანს ეხსნება დაძაბულობა, უუმჯობესდება ძილი.

შავბალახას სამედიცინო პრაქტიკაში იყენებდნენ კარდიოტონურ და გულის რიტმის მარეგულირებელ საშუალებად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის დროს. შემდგომში კი დაიწყეს საძილე საშუალებად ხმარება. შავბალახა ეფექტიანია ნერვული აღგზნების, ფსიქასთენიის, ნევრასთენიის, უძილობის, ნევროზის, დისტონიების დროს. კარგ შედეგს იძლევა მისი პრეპარატები პრეკლიმაქსურ და კლიმაქსურ პერიოდებში, ნევროზული მდგომარეობების მკურნალობისას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია