მინდა გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან სასარგებლოა გლაუკომის დროს:

1067

მინდა გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან სასარგებლოა გლაუკომის დროს:

კამას საკაზმად ბევრი იყენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარის ფესვებს, თესლსაც და ფოთოლსაც არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს.

მინდა გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან სასარგებლოა გლაუკომის დროს: 1 ჩ/კ კამის თესლი დანაყეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათ დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2-კვირიანია. 10-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. სასურველია, პერიოდულად მცენარეული შარდმდენი საშუალებებიც მიიღოთ.

ჩემს მეუღლეს აქვს გლაუკომა და ამ რეცეპტის მეშვეობით, შეიძლება ითქვას, აღარც კი ახსოვს, თვალები რომ აწუხებს. თვალის ანთებითი დაავადებების (კონიუნქტივიტის) დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ კამის ღეროს ან თესლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და საფენებად გამოიყენეთ.

ბევრჯერ მომირჩენია ასეთი საფენებით კონიუნქტივიტი ჩემი ოჯახის წევრებისთვის.

ექიმის კომენტარი: კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადისაღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B, B,, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.

კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. მათ, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, დღეში ერთი კონა კამა უნდა ჭამონ. კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:

• ბაქტერიოციდული აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; სპაზმოლიზური — ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი — აადვილებს სისხლის მიწოდებას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსთვის;

• ჰიპოტენზიური — აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;

Facebook კომენტარები