ჰემოროი და ფეხის სოკოს სამკურნალო ხალხური ტრადიციული საშუალება!!

1382

ჰემოროი და ფეხის სოკოს სამკურნალო ხალხური ტრადიციული საშუალება!!

ჩემთვის ცნობილია ქრონიკული ჰემოროის სამკურნალო საშუალება. ამისთვის აგვისტოს 15-20 რიცხვიდან მოკრიფეთ, უფრო სწორად, ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი (ბაღის არა). გაასუფთავეთ ბალახებისგან. 15 ძირი (ფესვიან-ფოთლიანად) დააქუცმაცეთ პატარ-პატარა ნაწილებად, გარეცხეთ და მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10-15 წთ. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა 1 თვის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ მიღება. შედეგი გასაო- ცარია. ასევე მინდა გამოვეხმაურო მკითხველს, რომელსაც აქვს ფეხზე სოკო. გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაასველეთ ბამბის ქსოვილი (ხელოვნური — არა) და გაუწურავად დაიფინეთ კანზე, სადაც სოკო გაქვთ. დღის განმავლობაში 6-ჯერ უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურა — დრო თანაბრად გაანაწილეთ. საფენების შეწყვეტის საჭიროებას თავად იგრძნობთ.

ექიმის კომენტარი: ტყის მარწყვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტის ნაერთებს, ალკალოიდებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალციუმს, კობალტს, მანგანუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, C ვიტამინს. ასეთი შემცველობის გამო მას მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვს, კერძოდ, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი თვისებები. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. აქვს სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი. რაც შეეხება ჰემოროის სამკურნალოდ მის გამოყენებას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს მცენარეში უჯრედისის არსებობა, რაც აწესრიგებს კუჭის მოქმედებას — ეს კი აუცილებელია ამ დაავადების მკურნალობისას. სოკოს საწინააღმდეგოდ ძმარმჟავას გამოყენების შემთხვევები ხალხურ მედიცინაში ხშირად გვხვდება. თუმცა გართულებულ შემთხვევებში გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და დერმატოლოგს მიმართოთ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია