უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს!

520

უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს!

ყვავისკუდა ბევრგან იზრდება. უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს.

ეზოშიც დავრგე ეს ბალახი, რადგან შევიტყვე, რომ კუჭის დაავადებებსაც შველის. ამ უებარი წამლით მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

მისგან გასაოცარი ნაყენი ასე მზადდება: 1 ს/კ გამხმარ ყვავისკუდას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავდახურული შეფუთეთ ერთი საათით, შემდეგ გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკურ კურსს ყოველწლიურად ვიტარებ.ყვავისკუდა ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის, რომელთაც მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენა აწუხებთ. გარდა ამისა, მცენარის ნაყენი აღადგენს ნორმალურ ციკლს. ყველას ვურჩევ, გამოიყენოთ ეს უებარი მცენარე სამკურნალოდ.

საკუთარი წარმატებული გამოცდილებით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ მსურს თქვენტვისაც სასარგებლო გამოდგეს ეს ყოველივე, ამიტომაც ჩემს გარშემო ყველას ვუზიარებ

ექიმის კომენტარი: ყვავისკუდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მელისკუდასაც უწოდებენ. მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: ალკალოიდებით, ქაფურით, გლიკოზიდებით, ამინომჟავებით, ორგანული მჟავებით, კაროტინით, K ვიტამინით, ასკორბინის მჟავით. მცენარეს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება აქვს.

არის სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიალერგიული, ჭრილობების შემახორცებელი, ჰიპოტენზიური, სისხლდენის შემა- ჩერებელი. აქვს მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების (გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპაზმუ- რი კოლიტების, მეტეორიზმის, ჰემოროის) დროს, კუჭ-ნაწლავისა და ჰემოროიდული სისხლდენებისას.

მცენარის გარეგანი გამოყენება (ჭრილობების, წყლულების სამკურნალოდ) მის ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციულ თვისებებს უკავშირდება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია