ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ფეხების დაღლილობისგან

1056

ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ფეხების დაღლილობისგან

დღის განმავლობაში ადამიანის ფეხები დიდ დატვირთვას უძლებს. მივდივართ მაღზიაში, სამსახურში, შოპინგზე თუ სასეირნოდ, ყველა შემთხვევაში მთავარ როლს ფეხები ასრულებს, მის გარეშე წარმოუდგენელია ერთი ადგილიდან მეორე ადგილას წასვლა.
დღის ბოლოს კი როდესაც სახლში მივალთ და დავჯდებით, სწორედ მაშინ ვგრძნობთ ფეხების შესივებას, სისუსტესა და ტკივილს. ამ დროს ძალიან კარგი გამოსავალია ბალახების აბაზანების მიღება.

გვინდა გაგაცნოთ რამოდენიმე ბალახი, რომლებიც  უებარია ფეხების დაღლილობის დროს:

წიწვის ექსტრაქტისა და ლიმონის წვენის აბაზანა

საჭირო ინგრედიენტები:

3 მლ/ლ თბილი წყალი

3 ს/კ ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი

2 ს/კ წიწვის ექსტრაქტი

2 ს/კ ლიმონის წვენი

ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთს და შიგ ჩააწყვეთ შეშუპებული და დაღლილი ფეხები. ამ პროცედურის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 15 წუთს.

ცაცხვის ყვავილი და პიტნის ნახარში

თუ ფეხები შეგიშუპდათ, გიშველით ცაცხვის ყვავილის, პიტნის ნახარშისა და მარილის აბაზანები. ცაცხვის ყვავილსა და პიტნას დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, რომ მიიღოთ მათი  ნაყენი. შემდეგ დაუმატეთ მარილი. მიღებული ნარევი კი მოათავსეთ თბილ წყალში. ფეხის აბაზანის ხანგრძლივობა 15 წთ.

ნიორი

ფეხების შეშუპებას ნიორი ხსნის. 2 ს/კ გახეხილ ნიორს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი და ხარშეთ ორიოდე წუთი. გაცივებული ფაფისებური მასით დაიზილეთ ფეხები, სასურველია აღნიშნული პროცედურა ჩაიტაროთ  საღამოს. ზოგჯერ დაღლილ ფეხებზე ვენები იბერება და ფეხების სიმძიმის შეგრძნება ჩნდება. სიმძიმის გრძნობას მოგიხსნით ცხელი აბაზანა.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია