უკუკვდავა! გსმენიათ ამ საოცარი მცენარის შესახებ? მისი დახმარებით ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა წლებია თავი დამანებეს.

771

უკუკვდავა! გსმენიათ ამ საოცარი მცენარის შესახებ? მისი დახმარებით ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა წლებია თავი დამანებეს.

წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. პერიოდულად, ნერვიულობისას, მქონდა აუტანელი შეტევები. ვსვამდი ალოხოლს, ნოშპას, ლევომიცეტინს და სხვა მრავალ წამალს, მაგრამ შედეგი არ მქონდა.

მეზობელმა მირჩია, დამელია უკვდავას ნაყენი (მისი ეფექტიანობა თავად ჰქონდა გამოცდილი). თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წამალზე უკეთესი შედეგი მივიღე. ნაყენი შემდეგნაირად უნდა დამზადდეს:

2 ს/კ უკვდავას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით წყლის ორთქლზე 20 წთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და მიიღეთ შემდეგი წესით: პირველ დღეს 1/3 ჭიქა;

- მე-2 დღეს — 1/3 ჭიქა, 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს — 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-4 დღეს 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, მე-5 დღეს 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, მე-6 დღეს 1/2 ჭიქა ერთხელ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში ნაყენის მიღება უნდა გაიმეოროთ 7 დღის შემდეგ. გთხოვთ, გაავრცელოთ ეს რეცეპტი, რათა სხვებმაც გაიგონ უკვდავას სიკეთის შესახებ. ამავე დროს, ძალიან მაინტერესებს, როგორია ამ მცენარის მოქმედების მექანიზმი, რატომ აქვს მას დადებითი ეფექტი ნაღვლის ბუშტის ტკივილის დროს?

ექიმის კომენტარი: უკვდავა ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. იგი გაუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, ზრდის ქოლატების და ბილირუბინის შემცველობას ნაღველში. მას აქვს, აგრეთვე, სპაზმების მომხსნელი მოქმედება ნაწლავების, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.

გარდა ამისა, უკვდავას პრეპარატები ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას. ექსპერიმენტულად დადგენილია უკვდავას ანტიბაქტერიული ეფექტიც. ნაღვლის სეკრეციისა და სპაზმების მოხსნის გზით უკვდავა ხელს უწყობს ქვიშისა და წვრილი კენჭების გამორეცხვას ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. უკვდავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებსაც.

ამრიგად, უკვდავაში თავმოყრილია ყველა ის ეფექტი, რომელიც აუცილებელია სანაღვლე გზების დაავადებათა მკურნალობისთვის. იგი ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, რაც წარმატების გარანტიას იძლევა. უკვდავას პრეპარატები ნაკლებტოქსიკურია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება ღვიძლის შეგუბება განვითარდეს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია