სასწაფო ინფორმაცია მათთვის ვინც სათვალეს ატარებს! კატარაქტის პროფილაქტიკისთვის ასეთ რეცეპტს გასწავლით

17611

სასწაფო ინფორმაცია მათთვის ვინც სათვალეს ატარებს! კატარაქტის პროფილაქტიკისთვის ასეთ რეცეპტს გასწავლით

აუცილებლად გაეცანით ჩემს გამოცდილებას და გაითვალისწინეთ:

ვინც სათვალეს უკვე ხმარობს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს თვალებისადმი. როგორც კი სათვალე გავიკეთე, მხედველობა თანდათან გამიუარესდა და მალ-მალე მიწევდა სათვალის ცვლა. ახლომხედველი ვარ და გადავწყვიტე, არ შევურიგდე ამ დაავადებას, ამიტომ ახლა სათვალეს მხოლოდ აუცილებლობის დროს ვხმარობ, გამუდმებით ვავარჯიშებ თვალს და ბოლო რამდენიმე წელია, უკეთესობას ვგრძნობ, აღარც სათვალის ნომრის მომატება დამჭირვებია.

კატარაქტის პროფილაქტიკისთვის კი, რომელიც ახლა ასე გახშირებულია, ასეთი რეცეპტი მასწავლეს: 2ჩ/კ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 5 წუთი, გაწურეთ. შეგრილებულ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი დაიფინეთ თვალებზე 15-20 წუთით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ, რათა თვალის დაძაბულობა მოიხსნას.

შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და გაიმეორეთ. თვალის ვარჯიშებს კი ყოველდღიურად ვიტარებ. შედეგი კი მართლაც თვალსაჩინოა — თვალისჩინი შესამჩნევად უკეთესი მაქვს.

ექიმის კომენტარი: კამის თესლი შეიცავს 5% ეთერზეთს, 20% ცხიმოვან მჟავას, აზოტოვან და უაზოტო ნივთიერებებს, შაქრებს, უჯრედისს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და რკინის მარილებს. კამას იყენებენ ნედლს ან ხმელს. კამის ფოთლები გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის ფონზე განვითარებული გულის რიტმის დარღვევის დროს.

მის ეთერზეთს აქვს სპაზმების მომხსნელი, საძილე და შარდმდენი ეფექტი. კამაში შემავალი ფლავონოიდები აქვეითებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, კალიუმი ავლენს ანტიარითმიულ ეფექტს, ხოლო ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) აუმჯობესებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს. სწორედ ამ აქტიური ნივთიერებების აღნიშნული თვისებები მოგვცემს დადებით ეფექტს თვალის საფენებად კამის ნაყენის გამოყენების შემთხვევაშიც. თვალის ირგვლივი კუნთების მოდუნება და თვალის ქსოვილების მეტაბოლური ცვლის გააქტიურება უდავოდ გააუმჯობესებს მის ფუნქციას.

ხალხურ მედიცინაში კამის ნაყენს აქტიურად იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს როგორც სპაზმოლიზურ, საფაღარათო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. კამას იყენებენ აგრეთვე კოსმეტოლოგიაში კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს.

წყარო: კარაბდინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია