სცადეთ ეს მეთოდები და ფრჩხილის სოკო აღარ შეგაწუხებთ

5705

სცადეთ ეს მეთოდები და ფრჩხილის სოკო აღარ შეგაწუხებთ

ფრჩხილების სოკოვან დაავადებებს რამდენიმე სახის სოკო იწვევს. დაავადებას შეიძლება ქუსლისა და თითების დაზიანებაც მოჰყვეს.

გარეგან ფაქტორებს, რომლებიც სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მიეკუთვნება: მცირე ტრავმები, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა.

შინაგანი ფაქტორი კი- ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება.

იცვლება ფრჩხილის ფერი, ქრება გამჭვირვალობა. ფრჩხილი იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას, აღინიშნება თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფრცქვნება.

ქუსლებსა და ტერფის გვერდით ზედაპირზე წარმოიქმნება ძნელად შეხორცებადი ბუშტუკები, რომლებიც სკდება, გარდაიქმნება ეროზიად (კანის გამონაყარი, რომლიდანაც ქსოვილოვანი სითხე ჟონავს), ვითარდება კანის ანთებითი პროცესები, რასაც თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუარესება.

1. სოკოს სამკურნალოდ ერთ-ერთი უებარი საშუალებაა ძმარმჟავა (ძმრის ესენცია). დაასველეთ ბამბა ძმარმჟავაში და წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, გაიჩერეთ რამოდენიმე საათი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის პროცესში წვის შეგრძნება ნორმალური მდგომარეობაა, რაც დასტურია იმისა, რომ ის ეფექტს ახდენს.

შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ძმარმჟავა კანზე ღამით, რადგან შეიძლება სერიოზული დამწვრობა განვითარდეს.

2. სოკოს სამკურნალოდ ყველზე იოლი გზაა იოდით მკურნალობა. დღეში ორჯერ იოდის თითო წვეთი დაიწვეთეთ სოკოთი დაზიანებულ ფრჩხილზე. მკურნალობა გააგრძელეთ ორი კვირის განმავლობაში. როგორც წესი, ამ პერიოდში უნდა იგრძნოთ ტკივილი, რაც სოკოს სამუდამოდ გამგზავრებას მიუთითებს.

შენიშვნა: თუ ტკივილი და დისკომფორტი შეგექმნათ პროცედურის განმავლობაში, შეწყვიტეთ.

3. ასევე ეფექტური გზაა სოკოს მოსაშორებლად უმი კარტოფილი. დაჭერით თხელ ნაჭრებათ, უმ მდგომარეობაში დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და წებოვანი ლენტის ან პლასტირის მეშვეობით გაიჩერეთ ნახევარი საათის მანძილზე. მკურნალობის პროცედურები ერთი თვე ჩაიტარეთ, შედეგს აუცილებლად ნახავთ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია